Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ანაკლიის პორტს?


ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც საგამომძიებლო ორგანოებმა შეუქმნეს “თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს; „თიბისი ჰოლდინგი“ ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებელია.

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას კითხვებს პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი. იგი აღნიშნავს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობა გრძელდება, პროექტი მიდის წინ და 2020 წლისთვის პორტი შეძლებს პირველი გემების მიღებას. რაც შეეხება გზისა და რკინიგზის ანაკლიის პორტამდე მიყვანას, ეს ვალდებულება ხელისუფლებას აქვს აღებული. ხელისუფლების ვალია, აგრეთვე, აწარმოოს ეკონომიკური დიპლომატია პროექტში უშუალოდ და „ირიბად“ ჩართულ ქვეყნებთან.

„ანაკლიის ფუნქცია არის ის, რომ ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რომ შევძლოთ იმ დიდი გემების მიღება, რომელთა მიღება ჩვენ არ შეგვიძლია. საქართველოს ერთ-ერთი ეკონომიკური პოტენციალი ხომ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობებია“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ისაუბრა აგრეთვე „სპეციალურ ეკონომიკურ ზონაზე“ ანაკლიაში და ანაკლიის, როგორც საპორტო ქალაქის აშენების პერსპექტივებზე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG