Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იწყებენ ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარებას


გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიამბობთ გამოკვლევაზე, რომელიც ამასწინათ ჩაატარეს ჯანდაცვის ეკონომისტმა თენგიზ ვერულავამ და მისმა ახალგაზრდა კოლეგამ დავით ნემსაძემ. კვლევის მიზანია იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში.

გიორგი გვახარიას სტუმარი დავით ნემსაძე ფიქრობს, რომ სტუდენტები თამბაქოს, როგორც წესი, საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ ხოლმე, თითქოს ამით ამტკიცებენ, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

კვლევის ავტორებმა თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოჰკითხეს 17-დან 21 წლამდე ასაკის რესპონდენტები. ინტერვიუს მიმდინარეობიდან გაირკვა, რომ თამბაქოს გასინჯვის ინტერესი პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ ახალგაზრდების სოციუმთან, მეგობრებთან. ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ქართველ ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება უფრო დადებითად აღიქმება, ვიდრე უარყოფითად. შესაძლებელია, ამიტომაცაა, რომ, გადაცემის სტუმრის აზრით, საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს თამბაქოს მოხმარების ღონისძიებების ჩატარებას. კვლევის ავტორები მიესალმებიან საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ამოქმედებას.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG