ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.
23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა მოსახლეობას ურჩევს სახლებიდან არ გამოვიდნენ.
კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან 43 დღის მანძილზე მხოლოდ სამჯერ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება.
ნინი ამ მოკლე ვიდეოში რადიო თავისუფლების მკითხველებს პასუხობს.
6 მარტი, 2020
კარანტინის 43-ე დღე
ასევე ნახეთ: