უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად ქვემო ალვანში გაიმართა დოღი, რომელშიც 13 ცხენოსანი მონაწილეობდა. დოღი 16-კილომეტრიან დისტანციაზე მოეწყო.
ადგილობრივებმა თუშური დატირების წესი შეასრულეს და გარდაცვლილთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადეს.