მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისის ყველა მეტროს სადგური დაკეტილია. დილიდან ხალხმრავლობაა ავტობუსის გაჩერებებზე. მემანქანეები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. გაფიცვა უქმე დღეს, კვირას დაიწყო, რადგან სასამართლომ მათ სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა. დილით კი მეტროს მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვეღარ გაიარეს. თბილისის მერმა პროცესს მოსახლეობის მიმართ შანტაჟი უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია მემანქანეების ხელფასის გაზრდა 45%-ით, მეტროს საფასურის ზრდის ხარჯზე. კალაძის განცხადებით, მათი ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მეხანძრეების, პედაგოგების, პატრულის თუ სასწრაფოს ექიმების ხელფასი. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კი თქვა, რომ შესაძლოა, დადგეს მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი. გაფიცვის პერიოდში თბილისში მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1