„ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კომიტეტი უნდა აკეთებდეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელმაც შეისწავლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა და გამოყო რამდენიმე მოვლენა/საკითხი, რომელზეც კომიტეტმა არასათანადო რეაგირება მოახდინა:
“ჩვენი პარლამენტის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საქმიანობა, სამწუხაროდ, როგორც სრული სურათი გვიჩვენებს, არ ყოფილა პროაქტიული, განსაკუთრებულად აქტიური, მიმართული იმ პრობლემებზე, რომლებიც ქუჩაში, სხვადასხვა სივრცეში ფიქსირდება”.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამოყოფს 20-21 ივნისის მოვლენებს, მიმდინარე წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები, პოლიციის არაეფექტიანი მოქმედება აქციებისა და კონტრაქციების მონაწილეთა მიმართ და ა.შ..