Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუზღვეველი ტურისტები - კლინიკების თავსატეხი


ტურისტები მცხეთაში
ტურისტები მცხეთაში

ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები მკურნალობის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე ათასი ლარის დაუფარავ ხარჯებს უტოვებენ - განაცხადა 4 ოქტომბერს მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ჭელიძემ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, პაციენტებს, რომლებიც ქვეყანაში ტურისტულად არიან ჩამოსულები, ხშირად სამოგზაურო დაზღვევები არ აქვთ და კლინიკა მათ, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ მკურნალობს.

გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ტურისტს უფასოდ მოემსახუროს, თანხები კი ხშირად აუნაზღაურებელი რჩება...

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ადასტურებს ამ პრობლემას. მისი თქმით ქვეყანაში თვეში სასწრაფო დახმარების 2 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, როცა პაციენტი უცხოელია. ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებშიც ხვდება.

გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ტურისტს უფასოდ მოემსახუროს, თანხები კი ხშირად აუნაზღაურებელი რჩება.

ამჟამად მცხეთის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთ პაციენტს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება რუსეთის მოქალაქეს, რომელიც კლინიკაში ავტოავარიის შემდეგ ერთთვიან მკურნალობას გადიოდა. კლინიკა მას მკურნალობის საფასურის 15 000 ლარის გადახდას სთხოვს. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც არა აქვს იმედი, რომ დანახარჯი აუნაზღაურდება.

“დავის შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი გზები, მაგრამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი. ხელში გრჩება ცარიელი სასამართლო ფურცელი, რადგან მოპასუხე მხარე წასულია თავის ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ ერთი კლინიკის, არამედ ზოგადი პრობლემა”, აცხადებს ნიკა ჭელიძე.

ნიკა ჭელიძე მკურნალობის აუნაზღაურებელი ხარჯების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:24 0:00

მან ასევე განმარტა, რომ მსგავსი სახის პრობლემები კლინიკას არ ექმნება ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებთან, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევით სარგებლობენ.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტურისტის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პროცესი ინსტიტუციური მოდელის ჩარჩოებიდან გადის. ზოგი თავად იხდის მკურნალობის ხარჯს, ზოგი კი - არა. ხარჯების ამოღების მექანიზმი კი არ არსებობს.

დევი ხეჩინაშვილი უცხოელი ტურისტების დაზღვევის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00

უვიზოდ ჩამოსულ სტუმრების ჯანმრთლობის არა, თუმცა მათი ავტომობილების დაზღვევა საქართველოს საზღვარზე აუცილებელი მოთხოვნაა. კანონი ძალაში 2018 წლის მარტიდან შევიდა.

სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი წარსადგენი დოკუმენტია იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში სამოგზაუროდ ვიზას საჭიროებენ, დანარჩენებისთვის კი საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მოქმედი პასპორტით არის შესაძლებელი. დღეს მსოფლიოს 98 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში უვიზოდ მოგზაურობს. დაფარავენ თუ არა ისინი მკურნალობის ხარჯებს, თუ ამის საჭიროება შეექმნათ, ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზე რჩება დამოკიდებული.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG