Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები მალხაზ კობაურის ხადის ხეობაში ხელმეორედ ჩაყვანას მოითხოვენ


სმითების ოჯახის ფოტოები
სმითების ოჯახის ფოტოები

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის, ადვოკატები მკვლელობის ადგილზე საგამოძიებოექსპერიმენტის ჩატარებას სასამართლოს გზით შეეცდებიან. 8 ოქტომბერს მათ სასამართლოს მიმართეს თხოვნით, უზრუნველყოს პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულის გამოყვანა და მისი ხადის ხეობაში ჩაყვანა. როგორც ადვოკატი ვასილ მამულაშვილიამბობს, უმჯობესია საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს არა მარტო კობაურის, არამედ სხვა პირების მონაწილეობითაც, რასაც, შესაძლოა, ორი დღეც კი დასჭირდეს:

„ვგეგმავთ ყველა საგამოძიებო ჩვენების, მათ შორის კობაურის ჩვენების ადგილზე შემოწმებას - მაგალითად, რამდენად იყო შესაძლებელი იმ წონის პიროვნებების გადაადგილება, რა დრო დასჭირდება, რამოდენიმე ცდა ჩატარდება. გამოძიებას ჰქონდა ასეთი ექსპერიმენტი, რომ შეამოწმა რამდენად გაიგებდნენ სხვა პიროვნებები გასროლის ხმას და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ არა სუბიექტური პიროვნებები ავიყვანოთ, არამედ ავიტანოთ შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ხმაურს გაზომავს. ჩვენი მხრივ, მოხდება ამის ტექნიკურად ყოველმხრივ უზრუნველყოფა და უფრო რელევანტული იქნება, ვიდრე, მაგალითად, პოლიციელების ჩვენებები, გაიგეს თუ არა კილომეტრ-ნახევარში ეს ხმაური“.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაახლოებით ერთ კვირაში მოხერხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, თავის მხრივ,სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ხადის ხეობაში ხელახლა ჩაყვანას ექსეპრიმენტისთვის საჭიროდ აღარ მიიჩნევს, რადგანექსპერიმენტი კობაურის პირველად მიცემული ჩვენების საფუძველზეუკვე ჩატარებულია:

არანაირი ბიოლოგიური შემხებლობა მალხაზ კობაურს ცხედრებთან არ აქვს...

"სიხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმის მიხედვით ბრალდების მხარის მიერ უკვე განხორციელდა მალხაზ კობაურის გამოკითხვა და ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია საგამოძიებო ორგანოში ახალი ჩვენება, და საქმეში არ აღმოჩენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც ახალი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველს მოგვცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქმება წარმოდგენილი ახალი ჩვენების ოქმი ან აღმოჩენილი იქნება ახალი გარემოება. რაც შეეხება ადვოკატების მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საკითხს, ადვოკატებს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობთ შეუძლიათ ჩაატარონ აგამოძიებო ექსპერიმენტი და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის." - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მალხაზ კობაურის ადვოკატებისთვის კი გამოძიების პოზიცია მიუღებელია. ადვოკატები ამბობენ, რომ რადგან მალხაზ კობაურმა ჩვენება დააზუსტა, პირველად მიცემული ჩვენება, ფაქტობრივად, ანულირებულია და ამ ჩვენების საფუძველზე ჩატარებულ ექსპერიმენტსაც იურიდიული ძალა აღარ აქვს. მათი არგუმეტია, რომ რადგან გარემოებები, ვითარება და ვერსია შეცვლილია, საჭიროა ექსპერიმენტიც ახლიდან ჩატარდეს.

მხოლოდ და მხოლოდ ხელში აქვთ შერჩენილი კობაურის არათანმიმდევრული და არაარგუმენტირებული ჩვენება...

ადვოკატების განცხადებით, მალხაზ კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებიც, თუმცა ეს პასუხები მათ, ობიექტური მიზეზების გამო, მატერიალური სახით ხელთ არა აქვთ. კერძოდ, მათ არ სურთ ჯერჯერობით ბრალდების მხარეს თავიანთ მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაუცვალონ. დაცვისა და ბრალდების მხარეს მტკიცებულებების გაცვლა 19-20 ოქტომბრამდე შეუძლიათ, მანამდე კი ადვოკატები ამბობენ, რომ კომპლექსური ექსპერტიზის პასუხები ისეთია, როგორსაც დაცვის მხარე ვარაუდობდა:

„არანაირი ბიოლოგიური შემხებლობა მალხაზ კობაურს ცხედრებთან არ აქვს. ეს კიდევ ერთხელმიუთითებს იმაზე, რომ კობაურის პირდაპირი შემხებლობა აღნიშნულ დანაშაულში აბსოლუტურად არ დასტურდება და ძალიან უსუსურ მდგომარეობაშია ბრალდების მხარე: მხოლოდ და მხოლოდ ხელში აქვთ შერჩენილი კობაურის არათანმიმდევრული და არაარგუმენტირებული ჩვენება. ამიტომ ჩვენ გვინდა გადავამოწმოთ, რამდენად რეალურ ფაქტებზე მიუთითა კობაურმა თავის ჩვენებაში“.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, უახლოეს მომავალში საქმე მნიშვნელოვან, წინასასამართლო ეტაპზე გადავა, სადაც განიხილება, აირჩევს თუ არა დაცვის მხარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. დღეის მდგომარეობით კი, ადვოკატები მალხაზ კობაურზე პირდაპირ ფსიქოლოგიურ ზეწოლად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ბრალდებულიუვადო პატიმრებთანა განთავსებული.

რაღაც გარემოებების დასადასტურებლად ცალკე აღებული სპერმის არსებობა არაფერს ნიშნავს. მაშინ როდესაც ერთობლიობაში უნდა განხილულიყო შედეგები...

„როგორ შეიძლება ადამიანი ჯერ არ იყოს გასამართლებული და უვადო პატიმრებთან იყოს ?“ - კითხულობს ალექსანდრე კობაიძე. ვასილ მამულაშვილი კი ამბობს,რომაუცილებლად ჩატარდება ექსპერტიზა იმის შესახებაც, შეეძლო თუ არა მალხაზ კობაურს სექსუალური აქტის განხორციელება. რაც შეეხება ექსპერტიზის იმ პასუხს, რომლის მიხედვითაც ლორა სმითის სხეულში მალხაზ კობაურის ბიოლოგიური პროფილი იქნა აღმოჩენილი, ადვოკატი ამბობს:

„ადამიანის ორგანიზმში გარდაცვალების შემდეგ სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ფიზიკურად არსებობის შემთხვევაშიც კი მოხდებოდა ამ სპერმის გამოდევნა, ასე რომ ვთქვათ. უფრო დეტალურად კი მას შემდეგ მოგახსენებთ, რაც ტექნიკური სახით გვექნება ექსპერტიზა. რაღაც გარემოებების დასადასტურებლად ცალკე აღებული სპერმის არსებობა არაფერს ნიშნავს. მაშინ როდესაც ერთობლიობაში უნდა განხილულიყო შედეგები, არ დაელოდნენ, დადეს მანამდე შუალედური დასკვნა. დღეს მივიღეთ ექსპერტიზა, რომ არანაირი კავშირი არ ყოფილა და არანაირი მექანიკური დაზიანება გარდაცვლილს არ აქვს, თუმცა ერთობლიობაში ამას დღეს არავინ იხილავს“.

რას საქმიანობდნენ რაიან და ლორა სმითები საქართველოში?
please wait

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00

მარნეულში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრის, რაიან და ლორა სმითებისა, და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხადისხეობაში 2018 წლის 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით 9 ივლისს დააკავეს 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური. გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა ორლულიანი სანადირო თოფით მოკლა რაიან და ქელებ სმითები, გაუპატიურების შემდეგ კი ლორა სმითიც დაახრჩო. ადვოკატების თანახმად, მალხაზ კობაური ყველა დანაშაულს უარყოფს და დეტალურად აღწერს პიროვნებებს, რომელთაც სმითების ოჯახი მოკლეს. კერძოდ, ადვოკატების თანახმად, იგი თვითმხილველია იმისა, თუ როგორ დახოცეს უცხო პირებმა რაიან და ქელებ სმითები და წაიყვანეს ლორა სმითი, რომელიც მოგვიანებით მალხაზ კობაურმადამხრჩვალი იპოვა.

წინასასამართლო სხდომა სმითების ოჯახის მკვლელობის საქმეზე 26 ოქტომბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG