🎬 2019 წელს კინომცოდნეებმა ზაზა ხალვაშის „ნამე“ 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელეს. იმ დროს ზაზა ხალვაში უკვე ახალ ფილმზე, „ლოტოზე“ მუშაობდა, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო - 2020 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდად ქცეული ამბავი, „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ქართული-საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. 1983 წლის ნოემბერში, სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობას მიუძღვნეს წიგნები, სპექტაკლები, მხატვრული ფილმი.
„მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა. ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავაო“ - გვითხრა „შვილის“ ახალი სერიის გმირმა, როცა მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას შესახებ ვკითხეთ.
„დედაჩემისთვის ვარ სანდრო, აქციაზე კი ვარ ბიჭი წითელი ჩაფხუტით“, - ამბობს 18 წლის სანდრო ქინქლაძე, რომელიც 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ საპროტესტო მარშებს დაუბრუნდა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი გიგა ბოკერია ამაყობს, რომ ნანა ალექსანდრიას შვილია, თუმცა აღიარებს, რომ არასდროს ჰყვარებია ჭადრაკი. ყოველთვის ფეხბურთი იტაცებდა და არგენტინის ნაკრების ფანი იყო.
„შვილის“ ახალ ეპიზოდში რეზო კიკნაძემ, კომპოზიტორმა და შემსრულებელმა, მამაზე, ზურაბ კიკნაძეზე სასაუბროდ კახეთში, სოფელ ალმატში დაგვპატიჟა. აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ქართველმა მეცნიერმა, განმანათლებელმა ზურაბ კიკნაძემ
29 ნოემბერს აქციის დაშლის დროს ჟურნალისტ გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. კლინიკაში უამრავი რამ გადააფასა, ახალი მეგობრები შეიძინა, არაერთი ძველი მეგობარი და კოლეგა დაკარგა. „შვილის“ ამ ეპიზოდში ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი გმირი ისევ ერთი ადამიანია - დედა
შვედი კინორეჟისორი ლევან აკინი ბავშვობის ქალაქებს ფილმს უძღვნის და ასე უხსნის სიყვარულს თბილისსა და სტამბოლს.
ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ლიტერატურის მუზეუმში დირექტორობის ბოლო დღეს შევხვდით. „შვილის“ ახალ ეპიზოდში ლაშა ბაქრაძე ჰყვება მუზეუმში მუშაობის 14 წელზე, მამასთან ურთიერთობასა და განმანათლებელ აკაკი ბაქრაძეზე, რომელიც პოლიტიკასა და კულტურაში კრიტიკული აზრის დამკვიდრებისთვის იბრძოდა.
ჩამოტვირთე მეტი