🎬 2019 წელს კინომცოდნეებმა ზაზა ხალვაშის „ნამე“ 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელეს. იმ დროს ზაზა ხალვაში უკვე ახალ ფილმზე, „ლოტოზე“ მუშაობდა, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო - 2020 წელს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა
🏔 მამის დაწყებული საქმე ანთროპოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თამთა ხალვაშმა დაასრულა. „შვილის“ ახალ ეპიზოდში თამთამ ზემო აჭარაში, ზაზა ხალვაშის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გვიმასპინძლა
ფორუმი