„სანაპიროსთან ძალიან ახლოს, გულიას ქუჩისა და მშვიდობის გამზირის გადაკვეთაზე ვცხოვრობდით. დღეს მას ჰქვია შოტლანდსკაია... არ არსებობდა დღე, რომ სოხუმელი სანაპროზე არ გასულიყო, არ ესეირნა, კაფეში არ დამჯდარიყო... კარუსელები... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა.