Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი თეთრი ფურცლით

2023 წლის 2 ივლისის საღამოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან პირველად დააკავა პოლიციამ დემონსტრანტი ცარიელი ფურცლით ხელში. ამ დღეს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო გამოხატავდა პროტესტს, რომელმაც უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ნარატივი გაიმეორა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, მეორე ნაწილი კი ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქაღალდზე დაწერილი “ირა*ლი” გამოხატვის თავისუფლებაა და არა კანონდარღვევა.

2 ივლისის აქციაზე დაკავებულების საქმეს სასამართლო ოთხი თვის განმავლობაში განიხილავდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 27 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აქციაზე თეთრი ფურცლით დგომა ხულიგნობად ჩაითვალა.

თეთრი ფურცლის გამო დემონსტრანტების დაკავება საქართველოში სიახლეა - ამგვარი კადრები ამ დრომდე ძირითადად რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე გადაღებულ კადრებში გვქონდა ნანახი.

გამოხატვის თავისუფლების დასაცავად თბილისში, პარლამენტთან 3 ივნისს გამართული აქციის მონაწილეები
გამოხატვის თავისუფლების დასაცავად თბილისში, პარლამენტთან 3 ივნისს გამართული აქციის მონაწილეები

გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამართული აქცია საქართველოს პარლამენტთან, თბილისში 3 ივნისი, 2023 წელი
გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გამართული აქცია საქართველოს პარლამენტთან, თბილისში 3 ივნისი, 2023 წელი

3 ივნისის აქცია, რომელიც 2 ივნისის დაკავებულების მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაიმართა
3 ივნისის აქცია, რომელიც 2 ივნისის დაკავებულების მიმართ სოლიდარობის ნიშნად გაიმართა

2 ივნისის შემდეგ თბილისის ქუჩებში არაერთ ადგილას გამოჩნდა მსგავსი წარწერა
2 ივნისის შემდეგ თბილისის ქუჩებში არაერთ ადგილას გამოჩნდა მსგავსი წარწერა

XS
SM
MD
LG