8 აგვისტოს ერგნეთელი ლია ჩლაჩიძის თაოსნობით, მისსავე სახლში, გაიხსნა მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ომის შედეგად დარჩენილი ნივთები: ტყვიები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, დამწვარი თოჯინები და ფოტოები. მუზეუმის დამაარსებლის თქმით, ეს ადგილი ემსახურება მშვიდობას, და არა კონფლიქტის გაღვივებას.