აბიტურიენტების მთავარი გასაჭირი
3 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. გამოცდის ხანგრძლივობა ოთხი საათია და მოიცავს როგორც ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისე მართლწერის წესებთან დაკავშირებულ დავალებებს. აბიტურიენტების თქმით, წელს ძნელი აღმოჩნდა ტექსტის სტილისტურ გასწორებასა და ანალიტიკურ ნაწილთან გამკლავება. უცვლელია მშობლების პასუხები, რომელთა თანახმად, სასკოლო განათლება არ არის საკმარისი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, რის გამოც კვლავ აქტუალურია რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობა. ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, აბიტურიენტებს ზოგადი უნარებისა და უცხო ენის, ასევე, სპეციალობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
ეპიზოდები
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა