„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი ვიცე-სპიკერი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის უგულებელყოფით აირჩია.
ბათუმში ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე აცხადებს, რომ იურიდიულმა კომისიამ და კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუცია და რეგლამენტი დაარღვიეს.
აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიცია მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს. ძირითადად, საუბარია ბათუმში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაზე, რაც ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
აჭარის მაღალმთიანეთში ასობით ადამიანს უწევს ავარიულ შენობებში ცხოვრება. 2014 წელს გეოლოგებმა რეგიონის მასშტაბით შეისწავლეს 1600-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 100-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს სასწრაფო განსახლებას.
15 თებერვალს ერთი თვე შესრულდება გარემოს დაბინძურებისთვის საქართველოში საჯარიმო სანქციების დაწესებიდან. დარღვევების გამოვლენა ევალება რამდენიმე სახელმწიფო უწყებას.
სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა მთავრობის სახლთან შეიკრიბა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. სანაცვლოდ, მთავრობა დასავლეთ საქართველოს სამუფთოს ბათუმის ორთაჯამეს გაფართოებასა და რეკონსტრუქციაში დაეხმარება.
ბათუმში არსებული ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობა - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა -საქართველოში კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2015 წელს დიდ ბრიტანეთში ორი ახალგაზრდის ერთი წლით სწავლისა და ცხოვრების დაფინანსებას ითვალისწინებს.
ახალ წელს, როგორც დღესასწაულს აჭარის მაღალმთიანი ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა მხოლოდ ნაწილი აღნიშნავს.
აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს პარლამენტში წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ექსპერტ-კრიმინალისტები განაგრძობენ მუშაობას ბათუმში, ე.წ ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარმა 7 დეკემბერს იმსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე.
გაფიცულები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მომატებას, ზეგანაკვეთის ანაზღაურებას და მე-13 ხელფასს.
ბათუმში გაიხსნა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ფორუმი. მასში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარდა საზოგადოების გააქტიურებას მიიჩნევენ აუცილებლად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ბათუმში აქცია გამართეს და სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აჭარაში სტუდენტური მოძრაობა "ალტერნატივა" ითხოვს 2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას. იმ დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეცრაზმი შეიჭრა.
რა მდგომარეობაშია ამ დროისთვის შავი ზღვა - სწორედ ამ თემას დაეთმო ბათუმში ორდღიანი კონფერენცია, რომელშიც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ოჯახში ძალადობის გამო საქართველოს ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 27 ოქტომბერს წარუდგინა.
ჩამოტვირთე მეტი