მზია საგანელიძე არის რადიო თავისუფლების ფოტორეპორტიორი 2012 წლიდან.
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე თბილისში აღინიშნა არაერთი აქციით, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან მანიფესტის მიღებით დასრულდა. სტუდენტები, ქალთა მოძრაობის წევრები, გაერთიანებული პროფკავშირები ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდნენ საპირველმაისო მსვლელობას. ეფექტიანი შრომის ინსპექცია, მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონი, ქალთა შრომითი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სოლიდარობის აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უგზავნიან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმის პარალელურად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ ავტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი გამოფენა მისი კიდევ ერთი გახმაურებული ოპერის, „ლატავრას“ შესახებ.
2017 წლის 17 მარტს 58 წელი გავიდა ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის, გარდაცვალებიდან - სწორედ ამ დღეს, 1959 წელს, 67 წლის გალაკტიონი მაშინდელი სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. გალაკტიონის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ვაჟას სათვალე, საფულე, სამოვარი, ფარდაგი...
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, ფემინისტებმა აქცია გამართეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. „შუშის ჭერი“ - ასე ეწოდებოდა პერფორმანსს, რომელიც აქციის მონაწილეებმა წარმოადგინეს.
ნანა ყაულაშვილის სახლში 42 ხელნაკეთი თოჯინა ცხოვრობს. მისი თოჯინები ცხოვრობენ ქართველი თუ უცხოელი კოლექციონერების სახლებშიც. ნანა პროფესიით ექიმ-ოფთალმოლოგია, თუმცა ექვსი წლის წინ ინტერნეტის დახმარებით თოჯინების კეთების ხელოვნებას დაეუფლა და მეთოჯინეობა მის მეორე პროფესიად იქცა.
მარჯანიშვილის მოედანზე, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებულ სახლში - იქ, სადაც 1947 წლიდან 1992 წლამდე ცხოვრობდა ბალეტის ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი - დღეს მისი მემორიალური სახლ-მუზეუმია.
ოთახში, სადაც ცნობილი სადილები იმართებოდა, დღემდე შემორჩენილია ილიასდროინდელი შპალერი. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.
ჩირლიდინგი სპორტის დამოუკიდებელი სახეობაა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის ელემენტებს. ჩირლიდიგნი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად, პირველი: თავად ჩირლიდერთა გუნდების შეჯიბრი და, მეორე: მაყურებელთა გამხნევება და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრების მონაწილე გუნდების მხარდაჭერა.
დედაქალაქმა 37-ედ აღნიშნა ტრადიციული დღესასწაული – თბილისობა, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ გაჯერებული იყო კონცერტებით, ბაზრობებითა და ხალხური რეწვის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვით.
ბათუმში „Maroon 5“-ის კონცერტი გაიმართა. მთელი დღე გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, საოცრებათა მოედანზე უამრავი თაყვანისმცემელი შეიკრიბა საყვარელი ბენდის მოსასმენად.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს თბილისში 27 მაისსაც აღნიშნავენ. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება მოაწყო. გამოიფინა სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა, ახალი გამოგონებები და ა.შ. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის მოეწყო გასართობი მოედნები ფრენბურთისთვის, კალათბურთისთვის, ასევე ტირი. გარდა ამისა, გაიმართა სხვადასხვა წარმოდგენა: პარაშუტისტების გადმოსხმა, ორთაბრძოლა, ჭიდაობა, ფარიკაობა და სხვა.
თბილისში მოეწყო თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები. რუსთაველის გამზირზე წელსაც განთავსდა სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების სტენდები.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა საქართველო-აშშ-ის სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“ მასში მონაწილეობდა 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ჩატარდა. ის მიზნად ისახავდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ქვეითი ასეულის თავსებადობის გაზრდას ნატოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან.
17 მაისს საქართველოში აღნიშნეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დააფუძნა 2014 წელს. ამავე დღეს ლგბტ აქტივისტებმა აღნიშნეს ჰომოფობიისა და ტრასფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
14 მაისს თბილისში, ვაზიანის პოლიგონზე, აშშ-საქართველოს სამხედრო წვრთნის, „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა ტანკსაწინააღმდეგო საველე სწავლება. წვრთნებში შედიოდა როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკული მოქმედებები. სამხედროებმა სხვადასხვა იარაღი გამოცადეს. „ღირსეული პარტნიორი 2016“ მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან თავსებადობის მიღწევას. სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-აშშ-ის სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“ მასში მონაწილეობს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71-ე წლისთავის აღსანიშნავად თბილისის ვაკის პარკში ტრადიციულად შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჩამოტვირთე მეტი