ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, ფემინისტებმა აქცია გამართეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. „შუშის ჭერი“ - ასე ეწოდებოდა პერფორმანსს, რომელიც აქციის მონაწილეებმა წარმოადგინეს. მათი თქმით, კარიერულ კიბეზე ქალები ყოველთვის აწყდებიან, ე.წ. „შუშის ჭერს“, რომლის იქით წასვლა მათ არ შეუძლიათ, მაშინ როცა მამაკაცებს აწინაურებენ და მათზე მეტი ხელფასიც აქვთ. აქციები ასევე გაიმართა პარლამენტის შენობასთან და საქართველოს რამდენიმე ქალაქში.