მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს: განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ, რაც 5 აპრილის არჩევნებში კომუნისტების გამარჯვებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა მოჰყვა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ეს იყო მათი პირველი შეხვედრას მას შემდეგ, რაც კავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას შვეცია შეუდგა.
50 წლის წინ, 1959 წლის 24 ივლისს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ცივ ომში დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაახლოების სიმბოლოდ აღიარეს.
სულ ერთია, ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს თუ უკრაინის პრეზიდენტი; მთავარია, ქვეყანამ განამტკიცოს პროგრესი დემოკრატიზაციის გზაზე.
დღეს საპრეზიდენტო არჩევნების დღეა ყირგიზეთში: საარჩევნო უბნები, ადილობრივი დროით, 20 საათზე (თბილისის დროით, 18 საათზე) დაიხურა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში “გადატვირთვა” სხვა ქვეყნების საზიანოდ არ მოხდება.
ირანის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მოუთმენლად ელოდნენ დღევანდელ დღეს, როცა თეირანის უნივერსიტეტში, პარასკევის ლოცვაზე შეკრებილების წინაშე უნდა გამოსულიყო აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი.
40 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს (ევროპასა და აზიაში უკვე 21 ივლისი იყო) ადამიანმა პირველად დააბიჯა მთვარეზე.
პაკისტანის არმიის ცნობით, სვატის ხეობაში თითქმის აღარ დარჩნენ ექსტრემისტები. მაგრამ რეგიონში ვითარების მოგვარებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.
“სოვეტოლოგთა დედოფალს”, ელენ კარერ დ’ანკოსს, იმავე ელენე ზურაბიშვილს, 6 ივლისს 80 წელი შეუსრულდა.
უიღურთა დედაქალაქ ურუმჩიში ძალადობამ - ოფიციალური მონაცემებით - 150-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ვინ არიან უიღურები და რა იწვევს ეთნიკურ დაძაბულობას მათს რეგიონში?
იტალიაში დაიწყო “დიდი რვიანის” სამიტი, რომლის მთავარ თემებადაც სამ პრობლემას ასახელებენ: გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, კლიმატურ ცვლილებებს და დაძაბულობას ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ბულგარეთში გამართული არჩევნების შედეგი მკაფიოდ გამოხატავს ელექტორატის სურვილს, შეიცვალოს პოლიტიკური კურსი, რომელსაც ოთხი წლის მანძილზე განსაზღვრავდა კოალიციური მთავრობა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეატრალური დასები, რომლებიც ფესტივალზე ჩამოდიან, მთელს ფესტივალს დაესწრონ” ამბობს ფესტივალის დირექტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი აკრამ სტანეკი.
აზერბაიჯანში დმიტრი მედვედევის ვიზიტს, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის გეგმისთვის, რომელიც ენერგომომარაგების დივერსიფიცირებას ითვალისწინებს.
ევროკავშირს ახალი მორიგე თავმჯდომარე ჰყავს - შვეცია. მან ჩეხეთის რესპუბლიკისაგან ჩაიბარა 27-წევრიანი ბლოკის ხელმძღვანელობა, რომელიც, წესისამებრ, 6 თვეს გასტანს.
მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ სამი თვეც არ გასულა. მიზეზი ის არის, რომ ახალმა პარლამენტმა მოლდავეთის პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო.
ბოლო 10 დღის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი რამდენჯერმე გამოეხმაურა ირანში მიმდინარე მოვლენებს.
1 ივლისიდან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას შეუდგება შვეცია, რომელიც შეცვლის ჩეხეთის რესპუბლიკას - ევროკავშირის ლიდერს განვლილი 6 თვის მანძილზე.
ჩამოტვირთე მეტი