რავან ჯინანი 25 წლის ერაყელი ქრისტიანია. გასულ თვემდე ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში ცხოვრობდა, ახლა კი შინიდან შორს, ლტოლვილთა ბანაკს აფარებს თავს და არც იმედი აქვს, რომ ოდესმე დაბრუნდება მშობლიურ ქალაქში. შინიდან წასვლა მას შემდეგ მოუხდა, რაც გასულ თვეში შეტყობინება მიიღო ისლამისტი მეამბოხეებისგან.