ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებამდე გავრცელდა ცნობები, უკრაინის სამხრეთით განვითარებულ კონტრშეტევით ოპერაციაში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის მომხრეთა მონაწილეობის შესახებ. ლაპარაკია იჩქერიის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ძალებზე (ОБОН).
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები მოხალისეთა ჯგუფებში ერთიანდებიან. ისინი ცდილობენ დაეხმარონ ჩეჩნებსა და ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისგან გამორბიან. „კავკაზ რეალიის“ კორესპონდენტი გაესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც საზღვრის გადმოკვეთა მოახერხეს.