რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა აჭარის რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე ჩამონგრეული სახლის გვერდით მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივები მათი საცხოვრებლის ნგრევას უკავშირებენ.
მიმდინარე კვირის ბოლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ დეპუტატებს გააცნო სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებას მისი დამტკიცების შემთხვევაში გეგმავს.
ბათუმელთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი შენობის დემონტაჟის დაწყებამ. მის ნაცვლად ინვესტორმა ახალი საცხოვრებელი სახლი უნდა ააშენოს.
დღეს პირველი სხდომა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ. 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საბჭოს 21 მანდატიდან 14 მიიღო „ქართულმა ოცნებამ,“ 5 -„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თითო-თითო - „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულმა მოძრაობამ.“
აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც მიმდინარე წელს, ტურისტულ სეზონზე აჭარაში ვიზიტისას, ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მსუბუქი დაზიანება მიაყენა, სამართლიან განაჩენს ითხოვს.
უკვე ერთი წელია, აჭარის რეგიონში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „მწვანე ქალაქი“, რომელიც მიზნად ისახავს ინტეგრირებული, მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.
ბათუმის მერიამ მიმდინარე კვირაში ქალაქის საკრებულოს განსახილველად გადასცა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი.
ხულოსა და შუახევის რაიონის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სასწრაფო განსახლებას ითხოვს.
ბათუმში გაიმართა დასაქმების ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სამუშაოს მაძიებელმა შშმ პირებმა 40-ზე მეტ ვაკანსიაზე გაიარეს გასაუბრება.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გარდა, 30 ოქტომბერს აჭარაში ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც.
სამდღიანი შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთ- საქართველოს საზღვარზე იყო დაწესებული, მოიხსნა.
მესამე დღეა შეზღუდულია გადაადგილება საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის მონაკვეთზე.
ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ინკლუზიური ტურიზმის განვითარების სოციალური და ეკონომიკური ასპექტები.
საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, სადაც, არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შევა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ მეორე ტურია მოსალოდნელი.
საქართველოში საოლქო საარჩევნო კომისიები განაგრძობენ მეთვალყურე ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას.
აჭარის რეგიონის მასშტაბით, საქართველოს პარლამენტის მანდატები პროპორციული სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვეს.
8 ოქტომბერს აჭარაში ამომრჩევლებმა, საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს - უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აირჩიეს.
ამ დღეებში ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერებისა და ეკოტურიზმის მოყვარულთა სიმრავლეა მაღალმთიან აჭარაში.
ჩამოტვირთე მეტი