ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლის ბრალდებით 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქმრის დაკავების დღეს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს ნუცა ერემიანი.
შოთა დიმიტრიშვილი ერთ-ერთია 400-ზე მეტი მოქალაქიდან, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ პროტესტის გამო დააკავეს. ამ ადამიანების უმეტესობა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მათგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ელზა გურგენიძე ავტორია წიგნისა „ზაოდი“. 2023 წელს რომანმა მიიღო „საბა“ ნომინაციაში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში. ტოტალიტარიზმი, ქურდობის ინსტიტუტი, დღევანდელობა და მისი მეუღლის ვლადიმერ ხუჭუას არჩევანი - ამ თემებზე ელზა გურგენიძეს რადიო თავისუფლება ესაუბრა.
შუქრუთელების პროტესტმა მერვე დღეა თბილისში გადმოინაცვლა. პროტესტის შვიდი მონაწილე პარლამენტის წინ აგრძელებს შიმშილობას. ხუთ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ, რადგან კარვების დადგმის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევს.
3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. საქართველოში კი მედიას ისევ უწევს ბრძოლა საჯარო ინფორმაციისთვის, ბრძოლა აკრედიტაციებისთვის საკანონმდებლო ორგანოში, ბრძოლა ველზე - ინფორმაციის მოსაპოვებლად.
1-2 მაისის ღამით, ჩიტაძის ქუჩაზე მდგარ ფრილანსერ ჟურნალისტს, რომელიც “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციას იღებდა, ფეხებში ერთდროულად მოხვდა სამი, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია.
ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის ურთიერთობა ძალადობის უწყვეტი ჯაჭვია. როგორია კონფლიქტის ისტორია – აგიხსნით მოკლედ მარტივად.