საპროტესტო აქციებზე პოლიცია და სპეცრაზმი მათ ხელს უშლიან საქმიანობაში და ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ცნობით, მხოლოდ ბოლო ორ კვირაში, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ იქცა ათი ჟურნალისტი და ოპერატორი.
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2024 წლის პრესის თავისუფლების ტრადიციული ინდექსის რეიტინგში კი საქართველომ 26 პოზიციით უკან დაიწია და 180 ქვეყანას შორის 77-დან 103-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ამ ვიდეოში სტუდია “მონიტორის” რედაქტორი, გამომძიებელი ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი და ონლაინგამოცემა “პუბლიკის” რეპორტიორი ალექსანდრე ქეშელაშვილი გვიყვებიან, როგორ გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში და რა ძალისხმევის გაწევა უწევთ იმ საქმის შესასრულებლად, რაც ყველა ჟურნალისტის ვალია.
ფორუმი