Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს აქციები ან დაასრულებს ამ დავას, ან შევეწირებით“ - შუქრუთელების პროტესტი


პროტესტის შვიდი მონაწილე პარლამენტის წინ აგრძელებს შიმშილობას.
პროტესტის შვიდი მონაწილე პარლამენტის წინ აგრძელებს შიმშილობას.

შუქრუთელების პროტესტმა მერვე დღეა თბილისში გადმოინაცვლა. პროტესტის შვიდი მონაწილე პარლამენტის წინ აგრძელებს შიმშილობას. ხუთ მათგანს პირი აქვს ამოკერილი. ღამეებს ღია ცის ქვეშ ათენებენ, რადგან კარვების დადგმის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევს.

180 დღეზე მეტია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღარო სოფლის მკვიდრებს ჩახერგილი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფლის სკოლაში სასწავლო წელი ვერ განახლდა. დაზიანებულია სოფლის ეკლესია, სოფლის სასაფლაოზე კი მიწა იშლება.

შუქრუთელები ხელისუფლების ყურადღებას, შესაბამისი კომპენსაციების გაცემასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონი ლარი დახარჯეს, დანარჩენს კი იმ შემთხვევაში გასცემენ, თუკი მაღაროში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

  • 16x9 Image

    ილია რატიანი

    ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2021 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG