„იზვესტია“ ეხება თბილისში, კაფე „La Truffe"-ში, შაბათს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაშავდნენ. სტატიაში „ქართულ რესტორნებში სააკაშვილი არასასურველი სტუმარი გახდა“ მიხაილ ვიგნანსკი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ რესტორანში იმ დღეს სააკაშვილიც იმყოფებოდა.