კვლევის მიზანია დაადგინოს, რამდენად მზადაა ქვეყანაში ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიები.
ფეისბუკზე მოსალოდნელი სიახლეების შესახებ რადიო თავისუფლება ვებდეველოპერ ნოდარ დავითურს ესაუბრა.
“აქვს თუ არა წულუკიანს იუსტიციის მინისტრობის უფლება“ - სტატიას ასეთი სათაურით „რეზონანსი“ აქვეყნებს და ეხება დისკუსიას, რომელიც გოგა ხაჩიძის განცხადებას მოჰყვა. ხაჩიძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანს იურიდიული უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს და, შესაბამისად, ის იუსტიციის მინისტრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
შეილახა თუ არა საქართველოს იმიჯი ევროპაში - ამ თემაზე სტატიას „კომერსანტი“ აქვეყნებს და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ დაპირისპირებასა და ამ ინციდენტის გამოხმაურებაზე დასავლეთში.
„საქართველომ ამნისტიის ერაში შეაბიჯა“ - სტატიას ასეთი სათაურით „კომერსანტი“ აქვეყნებს. ავტორი, გიორგი დვალი, მიმოიხილავს ამნისტიის პროცესს საქართველოში და დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს ახალი მთავრობა აქტიურად გააკრიტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ფეიჯები, ფეიჯები, ფეიჯები everywhere. ასეთი იყო 2012 ჯინეტში. ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმა განსაკუთრებით გასულ წელს აუღეს ალღო სოციალური ქსელის მოხმარებას.
თბილისში გამართულ ”ამბასადორიალს” სტატიას უძღვნის ”კომერსანტი”. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სტუმრებზე, რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ და თბილისში მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრები გამართეს. სტატიის ავტორის თქმით, ”ამბასადორიალით” საქართველოს მთავრობა წინასაარჩევნოდ შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური კურსი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერით სარგებლობს.
”ბოევიკები ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხმარებიან” - სტატიას ასეთი სათაურით გაზეთი ”იზვესტია” აქვეყნებს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველომ და რუსეთმა თანამშრომლობისთვის საერთო ენა იპოვეს და ტერორიზმს ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდნენ. სტატია ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მის შედეგებს ეხება.
”რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელ ვახტანგ ხმალაძესთან. ინტერვიუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” ხუთი შემომწირველის დაჯარიმებას ეხება.
„პუსი რაიოტის“ მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში იმართება აქციები, სადაც სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ მუსიკოსებს.
ბევრს სჯერა, რომ ასტრონავტების კოსმოსში გაშვება და მათი უკან უსაფრთხოდ დაბრუნება იმის გამოა შესაძლებელი, რომ ჯო კიტინჯერმა თავისი გიჟური ნახტომი განახორციელა. სწორედ აქ გაიარა გამოცდა იმ კოსტიუმების თუ პარაშუტების ადრეულმა ვარიანტებმა, რომელთა დახმარებითაც უამრავი სხვა ოპერაციის ჩატარება გახდა შესაძლებელი.
“Welcome, Little Monster!” – ასეთი მისალმება დაგხვდებათ, თუ ლედი გაგას საიტზე დარეგისტრირდებით. იმისთვის, რომ ლედი გაგას მილიონობით ფანს შეურთდე, მხოლოდ ფეისბუკის, ტვიტერის ან იმეილის ანგარიშია საჭირო. რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა.