გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
მიხეილ გახელაძე, ბოლო ორი დღეა, მუდმივად სატელეფონო ზარს და შვილის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდება, თუმცა მის ოჯახს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს.
ზაზა გახელაძეს ახალგორიდან ტელეფონით ოჯახში დაარეკინეს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ რუსებმა დაიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას უპირებდნენ, დაჭრის შესახებ არაფერი უთქვამს. ეს ამბავი ოჯახმა მოგვიანებით გაიგო.
აპრილის შუა რიცხვებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ადგილობრივი მოქალაქეების მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს.
ახალგორის ქართული სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ნინო ამირანაშვილმა, საკუთარი უფლებების დასაცავად ცხინვალის სასამართლოს მიმართა. ამირანაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
„გილოცავთ, ბავშვებო, წარმატებები და წინსვლა თქვენ!“- ეს გზავნილი ახალგორელი აბიტურიენტებისა და მშობლების ჩათში ერთ-ერთმა მშობელმა მას შემდეგ ჩააგდო, რაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
გორის მერიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კიდევ ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის თხოვნით მიმართა. გორის მუნიციპალიტეტში ათი აიპი უკვე მუშაობს, მერია კი მეთერთმეტეს ქმნის.
კასპის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ სასირეთის მცხოვრები ახალგაზრდა კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში მინდორში მუშაობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი დღე გავიდა და ახალგაზრდა კაცს სისუსტე და ცხელება დაეწყო.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გამართულ რეფერენდუმში.
რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში ჩასული ცოლ-ქმარი დილით ადრე ჯავის გზას დაადგა. მანქანაში მეტალოდეტექტორი, ნიჩბები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები უკვე ჩალაგებული ჰქონდათ.
შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში ქარსაცავი ზოლები ისევ იჩეხება. ეს განსაკუთრებით იმ სოფლებში ხდება, სადაც ბუნებრივი აირი ჯერ არ არის შეყვანილი. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ტყეში აღარ მიდის და იქვე მინდვრებში შემორჩენილ ქარსაცავ ზოლებს ანადგურებს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 24 ივნისს მეშვიდე სამხედრო აღლუმი ჩატარდა. მანამდე ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნავი 6 აღლუმი 8-9 მაისს ჩაატარეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამას სახელობითი აღლუმები უწოდა და იმ ქუჩებზე გაიმართა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცხოვრობენ.
კორონავირუსის პანდემია რომ არა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები, 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე, ახლა ცხინვალის იზოლატორში იჯდებოდა, მისი ოჯახის წევრები კი ე.წ. ადმინისტრაციული ჯარიმის გადასახდელად ფულის შეგროვებით იქნებოდნენ დაკავებული.
„თბილისში სასწავლებლად არ წახვალთ“- ეს კატეგორიული მოთხოვნა და გაფრთხილება ახალგორელმა აბიტურიენტებმა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.
ქართულმა მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი საგუშაგო განათავსა სოფელ ჩორჩანას ჩრდილო-აღმოსავლეთით, უისტას (წნელისის) სიახლოვეს.- ეს ინფორმაცია ოსურმა მედიამ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მიმდინარეობს ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციები.
ელჩი დილითვე შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია ოკუპაციის ხაზთან შექმნილი ვითარების შესახებ.
მალხაზ კურტაევი - სოფელში მას ვანიშვილად იცნობენ - ხურვალეთში ბებოსა და პაპასთან გაიზარდა, დათა და ვალია ვანიშვილების ოჯახში.
ჩამოტვირთე მეტი