აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე ევროსასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოებს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მთლიანობაში, 14 კითხვით მიმართა. აქედან 8 კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, 6 კითხვაზე კი -აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სახელმწიფოებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უნდა უპასუხონ, რამდენად იყო დაცული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები.