საქართველოს პრემიერს სასამართლოში უჩივლებენ და მოითხოვენ მას და ზოგადად სახელმწიფო უწყებებს, ასევე პოლიტიკურ ფიგურებს არ ჰქონდეთ უფლება წაშალონ მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარები და დაბლოკონ მათი ავტორები. სწორედ ეს მოხდა ორი დღის წინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე, მისივე განცხადების ქვეშ დაწერილი მწვავე კომენტარები წაიშალა. პრემიერი ამ განცხადებაში აბსურდს უწოდებდა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას, რასაც ასობით ადამიანის რეაქცია - HAHA - დაცინვის სმაილი მოჰყვა. სარჩელის ავტორებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო გამოხატვის თავისუფლების მხარეს დაიჭერს და ამერიკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების მაგალითსაც აიღებს, რომლის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკვე აეკრძალა ტვიტერის საკუთარ გვერდზე , პოლიტიკური შეხედელებების გამო, მომხმარებლების დაბლოკვა. სარჩელზე ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მუშაობს და ამ ეტაპზე სასამართლოში წარსადგენ ინფორმაციას აგროვებს.
კრიტიკული კომენტარების წაშლის გამო - სასამართლოში
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1