„აიისა“ სასამართლოში - გამოხატვის თავისუფლებიდან ცენზურამდე
4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდი „აიისა“ და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთი კვირის ვადა მისცა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია კანონი რეკლამის შესახებ. მოსამართლის აზრით, პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია, რადგან შეიცავს რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. „აიისას“ „სადავო“ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფე, წარწერით „სამეფო კარი თამარში“, ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი და გვირგვინი წარწერით - „ძლევაი საკვირველი“. თბილისის მერიამ პრეზერვატივების რეკლამა „არაეთიკურად“ მიიჩნია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შეადგინა და სასამართლოს მიმართა. მერიაში კი, თავის მხრივ, პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა იდეამ“ იჩივლა. კომპანია „აიისა“ დანებებას არ აპირებს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. დაცვის მხარემ მოსამართლის გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეაფასა.
ეპიზოდები
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა
-
მარტი 10, 2025
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან