რა შეიძლება დაუპირისპიროს ფარისევლობას ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც სულაც არ უნდა გაბოროტებული ბარბაროსების არმიას შეუერთდეს?
ელიტაში მოდიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან „ჩვეულებრივი ხალხისგან“, ოღონდ ელიტაში მოსვლისთანავე ცდილობენ, მაქსიმალურად გამოეყონ მათ.
ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეეწინაღმდეგა ამ კანონს, არაა გასაკვირი - ჩვენ უკვე კარგა ხანია ვხვდებით, რომ ეს ინსტიტუტი არც ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნება და არც - დემოკრატიულს...
ჩვენ განწირულები ვართ, ვიცხოვროთ გაყოფისა და ფრაგმენტაციის მდგომარეობაში. ცხოვრება არ ემთხვევა ცოდნას...
მაღალი ხელოვნების პრეტენზია კარგად შემიძლია განვასხვავო მასობრივი ხელოვნების პრეტენზიისაგან და ამიტომ, როდესაც ვუყურებ ფილმს, რომლის სურვილიცაა კარგად გამართოს, მე მას არ ვთხოვ ღრმა ფილოსოფიურ წიაღსვლებსა და ესთეტიზმს.
სიტყვა „დაჩეხილი“ ჩემს ცნობიერებაში გარდაქმნისა და საჯაროოების ეპოქაში შემოვიდა, როდესაც, მამაჩემის მიერ სასეირნოდ წაყვანილი, მის რამდენიმე მეგობართან ერთად ვაკის პარკში აღმოვჩნდი.
მობეზრება განსაზღვრავს ადამიანურ ყოფნას. იმისთვის, რომ გრძნობები და აზრები არ დაგიჩლუნგდეს, იმისთვის, რომ არ გაბეზრდე და ცხოვრების სურვილი არ დაკარგო, საჭიროა ცვლილებები, რომლებიც სიახლის განცდას მოგანიჭებენ.
ერთ საკითხზე მინდა დავწერო, რომელზეც, გამოვტყდები, ბევრი არ მიფიქრია. მაგრამ მაწუხებს - ჰოდა, აბა, რა არის ბლოგი, თუ არა უფრო მეტი სითამამის ადგილი, ვიდრე, მაგალითად, პუბლიცისტურ წერილსა ან სამეცნიერო სტატიაში იქნებოდა შესაძლებელი?
ქუჩაში წიგნების გაყიდვა ჩვენს მიერ იმის აღიარებაა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. ვაღიაროთ ეს, სანამ გავმდიდრდებით.
როგორც სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანები აღწერდნენ კოსმოსში გაფრენას, რომელიც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც, ასე წინასწარჭვრეტენ დღეს ახალი ფილმები ადამიანის ქვეცნობიერის - მეცნიერებაზე დაფუძნებული მანიპულაციის - ხერხებს.
მთავარი ნაციონალური პროექტი, რომელიც დღეს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს, შემდეგია: გავხდეთ მოდერნული - ანუ დასავლური ტიპის - საზოგადოება და სახელმწიფო.
ადამიანისათვის მიძღვნილი ძეგლი საზოგადოებრივ ადგილას - ეს ნიმუშია. „აი, ასეთი უნდა იყო“ - გეუბნება ის. შენი საქმეა, დაუჯერებ თუ არა, მაგრამ პრეტენზია აქვს. მუზეუმის ტერიტორიაზე ძეგლი სრულიად განსხვავებულ სიგნალს იძლევა.
მთავარი შეცდომა, რომელიც ჩვენ შეიძლება დავუშვათ, როდესაც სააკაშვილის შემდგომი პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე ვსაუბრობთ, არის შემდეგი: ჩვენ გვგონია, რომ მის მერე აუცილებლად ერთი უნდა დარჩეს.