2010 წელი ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის, სხვა წლებთან შედარებით, უკეთესი არ ყოფილა; პირიქით, როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ამ წელს კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე ადმინისტრაციულ საზღვარზე.