„როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტთან მივედი. მთელი ღამე იქ ვიყავი. ცდილობდა, რუსეთში ხელმძღვანელობას დაჰკავშირებოდა. საბოლოოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კარასინს, დაურეკა. კარასინმა უთხრა, რომ ჩვენს წუხილს ხელისუფლების უმაღლეს რგოლს გადასცემდა.“