დახმარების პაკეტი მოიცავს ასევე Bradley-სა და Stryker-ის ჯავშანმანქანებს და ზალპური ცეცხლის დანადგარ HIMARS-ისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. „კასეტური იარაღის“ გადაცემის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „მძიმე“ უწოდა.
ასევე ნახეთ "რთული გადაწყვეტილება იყო" - ჯო ბაიდენი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზეაშშ-ის ლიდერს მხედველობაში ჰქონდა ის გარემოება, რომ კასეტური იარაღის გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), ვინაიდან ამ ტიპის იარაღი შორ მანძილზე გატყორცნის დიდი რაოდენობით მცირე ზომის ჭურვებს, რომლებსაც მოქალაქეების დასახიჩრება და მოკვლა შეუძლია თვეებისა და წლების შემდეგაც.
ასევე ნახეთ Human Rights Watch: „უკრაინამ და რუსეთმა უნდა შეწყვიტონ კასეტური ბომბების გამოყენება“შესაბამისად, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 7 ივლისს განაცხადა, აშშ მიაწოდებს უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს იმ დათქმით, რომ უკრაინამ ის არ უნდა გამოიყენოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად.
ასევე ნახეთ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდისამ მოთხოვნის გათვალისწინებით, უკრაინამ შეიმუშავა ხუთი პრინციპი, რომელთაც, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, უკრაინის არმია ურყევად დაიცავს კასეტური იარაღის გამოყენების დროს:
- უკრაინა ამ საბრძოლო მასალას გამოიყენებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, კასეტური იარაღი არ იქნება გამოყენებული ოფიციალურად აღიარებულ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე;
- კასეტური საბრძოლო მასალა არ იქნება გამოყენებული ქალაქის რაიონებში (ქალაქებში), რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. კასეტური საბრძოლო მასალა გამოყენებული იქნება მხოლოდ მოწინააღმდეგის თავდაცვითი ხაზის გასარღვევად რუსეთის სამხედრო ძალის თავშეყრის ადგილებში, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლისათვის „მინიმალური რისკის“ პირობებში;
- უკრაინა მკაცრად აღრიცხავს ამ იარაღის გამოყენებას და იმ ლოკალურ ზონებს, სადაც მას გამოიყენებენ;
- ამ ჩანაწერების საფუძველზე, ამ ტერიტორიებისა და მთელი უკრაინის დეოკუპაციის შემდეგ, ამ ტერიტორიების განაღმვა იქნება პრიორიტეტული;
- უკრაინა ანგარიშს ჩააბარებს პარტნიორებს ამ საბრძოლო მასალების გამოყენების და მის ეფექტიანობის თაობაზე, რათა „უზრუნველყოს გამჭვირვალე აღრიცხვიანობის და კონტროლის შესაბამისი სტანდარტი“, - წერს თავის ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის განმავლობაში, კიევის მტკიცებით, რუსეთი განუკითხავად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას. კერძოდ, 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის არმია განუწყვეტლივ ბომბავდა ასეთი ჭურვებით ქალაქ ხარკოვს.
„ჩვენი პოზიცია უბრალოა - ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე. ამისთვის ზიანი უნდა მივაყენოთ მტერს: სამხედრო დამნაშავეებს, მოძალადეებსა და მაროდიორებს, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები. რაც უფრო მეტ ზიანს მივაყენებთ, მით მეტი უკრაინელის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, - წერს რეზნიკოვი.
ის, რომ კასეტური საბრძოლო მასალა კიევს გადაუდებლად ესაჭიროება, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ხაზგასმით განაცხადა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა თავისი რთული გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელა ცნობა.
„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ამ საკითხზე ვიმსჯელეთ ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. უკრაინას ისევ სასტიკად უტევენ ამ კასეტური იარაღით, რაც მათი მოსახლეობისთვის სახიფათოა. ეს ის ომია, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან. მათ კი ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა. ის ჩვენც ცოტა გვაქვს, ამიტომ, მე გავითვალისწინე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში მიგვეცა ეს იარაღი უკრაინელებისთვის“, - თქვა ბაიდენმა.
ასევე ნახეთ ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებასკასეტური საბრძოლო მასალა - ეს არის ბომბები, რომლებიც იხსნება ჰაერში და ათავისუფლებს ათობით პატარა ბომბს, რომელთაგან ბევრი არ ფეთქდება. მათი გამოყენება საკამათოა, რადგან ბრძოლის ველებსა და დასახლებულ ადგილებში დატოვებული აუფეთქებელი ბომბები ომის დასრულების შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება.
როგორც ცნობილია, ერთი თვით ადრე, ვიდრე თეთრი სახლი უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემის გადაწყვეტილებას მიიღებდა, Human Rights Watch-მა როგორც რუსეთი, ისე უკრაინაც გააკრიტიკა კასეტური საომარი საშუალებების გამოყენებისთვის, რის გამოც უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებოდნენ.
ამავე მიზეზით უკრაინისთვის კასეტური იარაღის მიწოდების წინააღმდეგი გამოვიდა გერმანია.
ასევე ნახეთ გერმანია კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდების წინააღმდეგიაკასეტური იარაღი აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ გაერთიანებულია 111 ქვეყანა, მათ შორის გერმანია.
უფლებადამცავი ორგანიზაციები წინააღმდეგი არიან უკრაინისთვის ამ ტიპის იარაღის მიწოდებისა და ასეთივეა გერმანიის პოზიცია, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
კასეტური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენცია (CCM) ძალაში შევიდა 2010 წელს. აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს მისი იმპლემენტაცია არ მოუხდენიათ.