როგორც რუსეთის, ისე უკრაინის არმიებმა გამოიყენეს კასეტური საომარი საშუალებები, რის გამოც იხოცებოდნენ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, ნათქვამია უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის 6 ივნისის ანგარიშში.
ამ დროს, აშშ ფიქრობს, დათანხმდეს თუ არა უკრაინის თხოვნას, მიაწოდოს მას ამ ტიპის იარაღი.
Reuters-ის ცნობით, ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთს და უკრაინას შეწყვიტონ ამ იარაღის გამოყენება და ასევე მიმართა ვაშინგტონს, არ მიაწოდონ ის კიევს.
120 ქვეყანაზე მეტმა მოაწერა ხელი საერთაშორისო შეთანხმებას კასეტური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამ ტიპის იარაღი შორ მანძილზე გატყორცნის დიდი რაოდენობით მცირე ზომის ჭურვებს, რომლებსაც გაუფრთხილებელი მოქალაქეების დასახიჩრება და მოკვლა შეუძლიათ თვეების და წლების შემდეგაც.