Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას


"დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას ", - აცხადებს რიში სუნაკი.
"დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას ", - აცხადებს რიში სუნაკი.

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ეწინააღმდეგებოდნენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას, რომლის გაგზავნასაც შეერთებული შტატები დათანხმდა უკრაინაში, - წერს Sky News-ი.

კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო იმ 123 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასეთი ჭურვების გამოყენების ამკრძალავ კონვენციას.

"დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას ან გამოყენებას და არ ახალისებს მათ გამოყენებას", - თქვა სუნაკმა.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა "გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში".

ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს ესპანეთიც. როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, კასეტური საბრძოლო მასალა "არცერთ შემთხვევაში" არ უნდა გაიგზავნოს უკრაინის დასახმარებლად.

"არა" კასეტურ საბრძოლო მასალებს და "კი" უკრაინის ლეგიტიმურ თავდაცვას, რომელიც, როგორც ჩვენ გვესმის, არ უნდა იყოს ორგანიზებული კასეტური ჭურვებით", - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 7 ივლისს განაცხადა, რომ აშშ მიაწოდებს უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებს, რათა შეასრულოს მხოლოდ თავისი ტერიტორიის დაცვის მიზნით გამოყენებისთვის იარაღის მიწოდების თხოვნა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება.

კასეტური იარაღის გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით (CCM), რომელშიც 2008 წლის მაისის შემდეგ გაერთიანებულია ასზე მეტი ქვეყანა. აშშ, ასევე რუსეთი და უკრაინა არ არიან კასეტური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეები.

XS
SM
MD
LG