მსვლელობა ნარკოტიკების წინააღმდეგ და მადლობა ხელისუფლებას

16 სექტემბერს ილია II-მ ნარკოტიკების მავნებლობაზე ისაუბრა, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად სამების ტაძრიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს, ნაციონალისტური ძალების ლიდერები კი მთავრობას გადაყენებით ემუქრებოდნენ.

მღელვარება მთავრობის ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც საქართველოში კანაფის მოყვანას და ექსპორტზე გატანას გულისხმობდა.

Your browser doesn’t support HTML5

მსვლელობა ნარკოტიკების წინააღმდეგ და მადლობა ხელისუფლებას

პატრიარქმა თავის მიმართვაში ისაუბრა იმაზე, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს მდგომარეობა და იქვე დააყოლა, რომ ხელისუფლებას არანაკლებ შესტკივა გული სამშობლოსა და ახალგაზრდების მომავალზე, თუმცა სასულიერო პირებმა მაინც საჭიროდ ჩათვალეს მსვლელობის ორგანიზება და პარაკლისის გადახდა საკრებულოს შენობის წინ.

სანამ ხალხი მოედანზე ლოცულობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მმართველი ძალა ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს და საზოგადოების განწყობების მიხედვით იმოქმედებს.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ნარკოტიკებისგან მომავალი საფრთხის გარდა უცხო ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეებიც აღელვებდათ და მათ წინააღმდეგ რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ.