ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს.
"ალტ-ინფო" არის ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ლიდერების დაფუძნებული არხი, რომლიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.
ასევე ნახეთ როგორ შეაყვარო თავი რუსული ტანკით - “ალტ-ინფო” რეგიონში მიდის- ბოლო ასეთი აქცია იყო 8 ივლისს - ძალადობრივმა ჯგუფმა ჩაშალა "პრაიდის ფესტივალი", დალეწა და მოიპარა ორგანიზატორების ქონება;
- ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს - იმ დღეს, როცა თბილისში პრაიდი უნდა მოწყობილიყო, ცენტრალური ქუჩები ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მაშინ 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.
ბოლო შემთხვევის გამო ევროპარლამენტარების ჯგუფმა მოითხოვა სანქციების დაწესება "ალტ-ინფოსა" და მისი ხელმძღვანელის, კოკა მორგოშიასთვის.
"ჩვენ კატეგორიულად მოგიწოდებთ, დაუწესეთ მიზანმიმართული სანქციები ჯგუფ "ალტ-ინფოს" და მის უკან მდგომ ოლიგარქს, კონსტანტინე მორგოშიას", - ამ მოთხოვნით ევროპარლამენტის 6-მა წევრმა ევროკავშირის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართა.
ასევე ნახეთ "მე არაფერი დამაკლდება" - კოკა მორგოშია ამბობს, რომ სანქციის დაწესების არ ეშინიარადიო თავისუფლებას კოკა მორგოშიამ უთხრა, რომ სანქციის დაწესების არ ეშინია, რადგან მას არ აქვს საბანკო ანგარიშები - შესაბამისად, სანქციებით ფულზე წვდომა არ შეეზღუდება.
ასევე ნახეთ კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ეთერში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა"ეძებონ და მიაგნონ, თუ მიაგნებენ, ღმერთმა შეარგოთ. არ ვარ მე ისეთი შტერი, რომ ჩემს გვარზე მქონდეს რამე, თუნდაც მამიდაჩემზე..." - ამბობს "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელი.
კოკა მორგოშიას მამიდა 80 წლის პენსიონერი ციალა მორგოშიაა. სწორედ ის არის თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია "ალტ-ინფოში", რომლის ეთერიდანაც მუდმივად ისმის ანტიდასავლური და რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.
"[მამიდაჩემის] პირადი დანაზოგიდან მიდის თანხა, რომელიც აისახება [ტელევიზიის] ანგარიშზე... მამიდაჩემის წარმომადგენლობა აქვს რამდენიმე ადამიანს და ისინი ახორციელებენ ამას... ამ რეალობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ "ალტ-ინფოსთვის" შექმნილი პრობლემა მის გაძლიერებას ნიშნავს. ყოველთვის ნახავს [დაფინანსების] გზას", - ამბობს მორგოშია.
ასევე ნახეთ ერთი და იგივე თანხა, დრო და ხალხი - როგორ სწირავს „ალტ-ინფოს” პარტია საკუთარ თავს ფულს2023 წლის პირველ სამ თვეში "ალტ-ინფოს" დამფუძნებლისგან 208,5 ათასი ლარი აქვს მიღებული. ზუსტად 1 წლის წინ კი არხს ფინანსური კრიზისი ჰქონდა და მაუწყებლობის შეჩერების საფრთხის წინაშე იდგა.
"ფინანსებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დამფინანსებლების უმრავლესობას, რომლებსაც ბანკებსა და ორგანიზაციებში ჰქონდათ ბიზნესაქტივობა, მისცეს მითითება, რომ ჩვენთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ", - ამბობდა მორგოშია მაშინ.
ასევე ნახეთ "ალტ-ინფოს" ფინანსური კრიზისი აქვს, არხი დახურვის საფრთხის წინაშეა