სამაგიეროდ, ბოლო დღეებში ახალი ძალით გაცოცხლდა კრემლის საყვარელი, ცნობილი დეზინფორმაცია - საიდუმლო ამერიკული ლაბორატორიებისა და ბიოლოგიური იარაღის შესახებ. ბევრს ეღიმება, მაგრამ ომის ფონზე ეს საკითხი სახიფათოდ გამოიყურება - აშშ არ გამორიცხავს, ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას თავად რუსეთი აპირებდეს.
- რა შეიცვალა რუსეთის გეგმებში უკრაინაში შეჭრის შემდეგ?
- აპირებს თუ არა რუსეთი ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას?
- რატომ იგვიანებს დაპირებული „დენაციფიკაცია“?
ისევ ბიოლოგიურ იარაღზე
უკრაინაში მოქმედი ამერიკული ლაბორატორიები ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ და თანაც - ეთნიკური ნიშნით მოქმედს, კონკრეტულად რუსების წინააღმდეგ - ასეთია რუსეთის ხელისუფლებაში, მედიასა თუ ანალიტიკურ წრეებში აგორებული ახალი/ძველი კამპანიის მოკლე შინაარსი.
პროცესი სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ. უკვე 10 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში სხვადასხვა სახის დაავადების შეტანა ფრინველების დახმარებით იგეგმებოდა.
„ცნობილი გახდა დეტალები პროექტ UP-4-ის შესახებ, რომელიც კიევის, ხარკოვისა და ოდესის ლაბორატორიების მონაწილეობით ხორციელდებოდა და გათვლილი იყო 2020 წლამდე. მისი მიზანი იყო გადამფრენი ფრინველების საშუალებით განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების შესაძლებლობების გამოკვლევა და მათ შორის - მაღალპათოგენური გრიპის - H5N1-სა, რომლის ლეტალობაც 50%-ს აღწევს“, - კირილოვის სიტყვებს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსი სამხედრო ამბობს, რომ პროექტი აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა და შესწავლილი ფრინველების 145 სახეობას შორის იყო ორი სახეობა, რომელთა მარშრუტიც „უპირატესად რუსეთის ტერიტორიაზე გადის“.
ასევე ნახეთ აშშ კლასიკურ რუსულ პროპაგანდას უწოდებს უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შესაძლო არსებობასრუსეთმა, უკვე წლებია, მიზანში ამოიღო აშშ-ის დახმარებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის - საქართველოში დაარსებული ლაბორატორიები, რომლებიც ინფექციებთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ამ დღეებში კრემლისტურმა მედიებმა საქართველოც ბევრჯერ ახსენეს.
თბილისში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას, რუსეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში აბრალებდა ბიოლოგიური იარაღის დამზადებას, საშიში ვირუსების გავრცელებას, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენებასა და ხალხის მოწამვლის განზრახვასაც.
ასევე ნახეთ ლუგარის ლაბორატორია თბილისში და „შეშფოთებული“ რუსეთი ასევე ნახეთ 4 მიზეზი, როგორ მოიგო ლუგარის ლაბორატორიამ დრო კორონავირუსთან ბრძოლაშიროგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 10 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, იარაღის გამოყენების ფაქტების შესახებ არაფერი იცის, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ უკრაინაში „ტარდებოდა არამშვიდობიანი ექსპერიმენტი“, გამიზნული „ეთნიკურად ორიენტირებული“ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.
მოსკოვის განცხადებებს „რუსული პროპაგანდის ქრესტომათია“ უწოდეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში და თემა მათთვის ღიმილის მომგვრელად დარჩებოდა, რომ არა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული სისხლისმღვრელი ომი.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ აგორებულ კამპანიას „როგორც ჩანს, ჩინეთიც მიემხრო“. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თქმით, „შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი“, ანდა სხვისი სახელით მოხდეს მისი გამოყენება.
საკი აღნიშნავს, სწორედ რუსეთი განაგრძობს სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერას, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი და ასევე რუსეთი იყენებს ქიმიურ იარაღს პუტინის პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ ამერიკული სპეცსამსახურები: პუტინი გაბრაზებული და განაწყენებულიაკიდევ რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ეს კამპანია?
სოციალური ქსელების დისკუსიებში იკვეთება კიდევ ორი მიზეზი: მსოფლიოში უკრაინის მზარდი ავტორიტეტის შელახვა და რუსეთის წარუმატებელი საბრძოლო ოპერაციები.
ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ ლაპარაკი 9 მარტს დაიწყო, უკრაინაში რუსეთის არმიის გეგმების ჩავარდნასთან დაკავშირებული ფართო და ხმაურიანი დისკუსიების ფონზე.
კრემლისტი ანალიტიკოსი იაკობ კედმი, რომელიც ორი დღის წინ მკაფიო უკმაყოფილებას გამოხატავდა ომის გაჭიანურებისა და რუსეთის არმიის გაუგებარი მოქმედებების გამო, 10 მარტს უკვე, ერთ-ერთ გადაცემაში, აქტიურად განიხილავდა ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებულ საფრთხეებს.
კედმი ამ დრომდე ამაოდ მოელოდა პუტინის მიერ დაპირებულ „დენაციფიკაციას“, რაც მისთვის უკრაინის „ნაცისტური“ ხელისუფლების გადაგდებასთან იგივდება.
ასევე ნახეთ „თუ არ არსებობდა ქალაქების აღების... განზრახვა, მაშინ უსარგებლო იყო ამ ოპერაციის დაწყება“ - რას ხედავენ მოსკოვიდან, როდესაც უყურებენ ომს„არცერთი ქალაქი არ აუღიათ... არსად შეცვლილა ხელისუფლება. ხელისუფლება ქალაქებშია და არა ქალაქებთან ან მათ შორის“, - ეუბნებოდა, 8 მარტს, გაბრაზებული კედმი კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს, რომელსაც დასავლური სანქციების გამო, იტალიაში ორი უძვირფასესი ვილა დაუყადაღეს.
"დენაციფიკაცია" თუ დიალოგი?
საერთო სურათს თუ გადავხედავთ, პუტინის პოლიტიკის მომხრეები რუსეთის ხელისუფლებაში, მედიასა თუ ანალიტიკურ წრეებში, ბოლო დღეებში ორ ბანაკად არიან დაყოფილი: ერთნი თვლიან, რომ ეგრეთ წოდებულმა საბრძოლო სპეცოპერაციამ უკრაინაში თავის შედეგს უკვე მიაღწია და ახლა შეთანხმების დროა; ხოლო მეორენი - ვერაფრით ივიწყებენ დაპირებულ „დენაციფიკაციას“ და „სპეცოპერაციის“, ანუ ომის ბოლომდე მიყვანას ითხოვენ.
რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა?
10 მარტს, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატებს სიტყვით მიმართავდა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა თქვა, რომ „დენაციფიკაცია“ უკრაინაში ფართო ფრონტით უნდა წარიმართოს, უკრაინელების თავიდან აღზრდისა და სულ სხვაგვარად განათლების ჩათვლით.
„აგიხსნით რა არის "დენაციფიკაცია"... გერმანია სრულად იყო გაჟღენთილი ნაცისტებით. არცერთი ორგანიზაცია არ იყო არანაცისტური... აკრძალეს ყველაფერი. მათი წიგნები, ცბიერი და საზიზღარი, ყველაფერი გადაყარეს. ახალი მასწავლებლები დაიქირავეს ანტიფაშისტების რიგებიდან. 5 წელიწადში აბსოლუტურად მტრული ქვეყნიდან აბსოლუტურად ლოიალური ქვეყანა მიიღეს. ერთხელაც არ შეხვედრიათ გერმანელი ხალხის წინააღმდეგობა... ყველა უკრაინელმა, ვინც იქ ცხოვრობს, უნდა გაიაზროს რისგან ვათავისუფლებთ მათ“, - თქვა ზიუგანოვმა.
ის ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები შედეგებს ვერ გამოიღებს და უკრაინის „ნაცისტური ხელისუფლება“ შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს.
ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს დონბასში სამხედრო ოპერაციის შესახებ ასევე ნახეთ რუსეთი აცხადებს, რომ მისი ავიაცია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე "ბატონობს"„დემილიტარიზაცია და დენაფიკაცია“ - პუტინმა ძირითად მიზნებად უკრაინასთან ომის საწყის ეტაპზე დაასახელა. მან ასევე განმარტა, რომ უკრაინაში მოხდებოდა დაკავება და გასამართლება იმ პირებისა, რომლებმაც „მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს - მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“ და რომ კიევს დონბასელების „გენოციდი“ არ ეპატიებოდა.
„დენაციფიკაციის“ მომლოდინეებს იმედები განსაკუთრებთ მაშინ გაუცრუვდათ, როცა რუსეთის საგარეო უწყებამ ნათლად თქვა, რომ მოსკოვის მიზანს ზელენსკის ხელისუფლების დამხობა არ წარმოადგენს. სოციალური ქსელების დისკუსიებში რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყველა იმ პირის დასჯასა და დაჭერასაც ითხოვს, რომლებმაც „პუტინის გეგმას გადაუხვიეს“.
თავად პუტინი ბოლო პერიოდში მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლებოდა, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვერავინ გაიგო - გადაიხედა თუ არა თავდაპირველი გეგმა.
ასევე ნახეთ რუსეთის თქმით, მისი მიზანი არ არის უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება„დენაციფიკაციას“ თავისთავად გამორიცხავს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დიალოგი, რადგან მომლაპარაკებელთა ჯგუფებში ორი ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლები შედიან და ფაქტია, რომ რუსეთი ამას არ აპროტესტებს. მეტიც, კიევის განცხადებით, მოლაპარაკებები რუსეთის ინიციატივა იყო.
რაუნდები ძირითადად გარდამტეხი შედეგების გარეშე მიმდინარეობს და ასე იყო 10 მარტსაც - უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს.
ასევე ნახეთ კულება ლავროვთან მოლაპარაკებაზე: პროგრესს ვერ მივაღწიეთ ასევე ნახეთ უკრაინა უსაფრთხოების ახალი გარანტიების განსახილველადაც მზადაარუსეთის მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარ საკითხებს წარმოადგენს - უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა, რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების დათმობა და განიარაღება.
ეს ინფორმაცია, პრინციპში, დიდწილად დადასტურებული აქვს უკრაინულ მხარესაც. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავიდ არახამიამ ჯერ კიდევ 7 მარტს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ყველაფერზეა შესაძლებელი, მათ შორის - ნეიტრალურ სტატუსზეც, ტერიტორიების დათმობის გარდა.
„დენაციფიკაცია“ დუმაში გამოსვლის დროს, 10 მარტს, საერთოდ არ უხსენებია ლეონიდ სლუცკის, რომელიც რუსეთის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრია. მან თქვა, რომ „ამჟამად [უკრაინაში] მიმდინარე სპეცოპერაცია მიზნად ისახავს უკრაინის ტერიტორიის გასუფთავებას ლეტალური იარაღისგან, რომელიც იქ, დასავლეთის დახმარებით, იმაზე მეტია - ვიდრე ნატოს ზოგიერთ ქვეყანაში“.
სლუცკიმ თქვა ასევე, რომ „უკვე განადგურებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაახლოებით 3000 ობიექტი“ და რომ საჭიროა ახლა „[დუმაში] ფრაქციული დავების მიყუჩება“ და „რუსეთის პრეზიდენტის გარშემო გაერთიანება“.
ასევე ნახეთ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს უკრაინელთა გენოციდიტერმინი „დენაციფიკაცია“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ, გამარჯვებული მოკავშირეების მიერ გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალში გვხვდება. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიო თანამეგობრობა ფაშიზმთან მსგავსებას პუტინის პოლიტიკაში უფრო ხედავს.
ანალიტიკოსები და ბლოგერები, პარალელების გავლებისას, არცთუ იშვიათად იხსენებენ იმ ფაქტს, რომ ფაშისტური გერმანიის მსგავსად, პუტინის რუსეთიც - კიევს გამთენიისას დაესხა თავს, ერთი 1941 წლის 22 ივნისს, ხოლო მეორე - 2022 წლის 24 თებერვალს.