ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მოუვლელობის გამო, ბაღი თითქმის სრულად იყო განადგურებული.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დასრულდება.
გაიწმინდა ტერიტორია, დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, დამონტაჟდა სარწყავი, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. ტერიტორია უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით. აშენდა სამი საპირფარეშო და სალარო ჯიხურები. დასრულდა მებაღის სახლისა და ორანჟერეის მშენებლობაც.
ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შიდა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს - საერთო ჯამში, ბილიკების სიგრძე რვა კილომეტრი იქნება. პარალელურად მიმდინარეობს ხელოვნური ტბისა და წყლის არხების მოპირკეთება და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.
Your browser doesn’t support HTML5
ბაღში განთავსდება 400-მდე სკამი, ნაგვის ურნები. უკვე დაწყებულია განათების მოწყობაც. ტერიტორიაზე დასარგავად უკვე მზად არის 3000 ძირი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ხე, ბუჩქი თუ დეკორატიული მცენარე.
განახლებულ პარკში შესვლა ფასიანი იქნება. თუმცა ერთჯერადი ვიზიტისა და სხვადასხვა ხანგრძლივობის აბონიმენტების ფასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება.
ასევე ნახეთ ძველი იერსახე და მორიგი დაპირებაზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.