სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ივნისში ჯერ „კავშირი-ბუშტი“ უწოდა და თანამშრომლობა დააპაუზა, 4 დეკემბერს კი განაცხადა, რომ ერევანმა გაყინა მონაწილეობა მოსკოვის ორბიტის გარშემო შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო, რუსულად ОДКБ), რომელმაც ყარაბაღისთვის ომის დროს ერევნის მხარე არ დაიჭირა.
„ჩვენ თავს უკვე ОДКБ-ს მიღმა მოვიაზრებთ. მათ გადაწყვიტონ, რაც სურთ. ჩვენ არ ვერევით მათ საქმეებში და არ ვაცხადებთ, რომ დე იურე გვაქვს ვეტოს უფლება. და ამას ვამბობ ჩვენი კოლეგების მიმართ სრული პატივისცემით“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლის დროს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მალევე მოჰყვა მოსკოვის რეაქცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორგანიზაციიდან გასვლას უწოდა სომხეთის „სუვერენული“ გადაწყვეტილება, თუმცა დასძინა, რომ რესპუბლიკის „ინტერესშია“ მაქსიმალურად გამოიყენოს მასში წევრობაო.
კუხოთი სომხეთის იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი
მოსკოვის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი დღის წესრიგში ერთი წლის წინ დადგა. 2023 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანმა ჩაატარა მოკლევადიანი სამხედრო ოპერაცია ყარაბაღში, რის შედეგადაც მან მთლიანად დაამყარა რეგიონზე კონტროლი, ხოლო არაღიარებულმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, რომელშიც ძირითადად სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა, არსებობა შეწყვიტა.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსულად ОДКБ) წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი
2023 წლის 17 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „ეთნიკურ წმენდად“ შეაფასა 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმა მთიან ყარაბაღზე და მისი შედეგები. აღნიშნა, რომ სომხეთს ოფიციალური მოკავშირეები არ დაეხმარნენ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში.
2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, შემდეგ წარმომადგენელი გაიწვია კუხოდან, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.
სიტუაცია ერევანსა და კუხოს შორის კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ CSTO-ს მინიმუმ ორი წევრი ქვეყანა „მონაწილეობდა მომზადებაში ომისა“, რომლითაც აზერბაიჯანმა თავისი კონტროლის ქვეშ დაიბრუნა ჯერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ კი მთლიანად რეგიონი. ფაშინიანს ეს სახელმწიფოები არ დაუსახელებია, თუმცა მისი რეპლიკა მიემართებოდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ ბაქოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს.
მაისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს აზერბაიჯანის „განმათავისუფლებელი ომი“ უწოდა. ამის შემდეგ ერევანმა მინსკიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არც ის და არც სხვა სომეხი ოფიციალური პირები აღარ გაემგზავრებიან ბელარუსში, სანამ მას ლუკაშენკა უდგას სათავეში.
ასევე ნახეთ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სანამ ლუკაშენკა ხელისუფლებაშია, მინსკში არ ჩავა
"სომხეთის დისტანცირება კუხოდან, ალბათ, შეუქცევადია"
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 12 ივნისს, პარლამენტის დეპუტატების კითხვებზე პასუხად თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შესაფერის დროს მიიღებს გადაწყვეტილებას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ - სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ტადევოს ავეტისიანის კითხვის პასუხად ფაშინიანმა ორგანიზაციას უწოდა „კავშირი-ბუშტი“, რომლის წევრებმაც არაფერი გააკეთეს სომხეთის დასახმარებლად აზერბაიჯანთან ომში და, მეტიც, ისინი ბაქოს ეხმარებოდნენ ომის დაგეგმვაში.
რუსეთის ხელისუფლება ასეთ კრიტიკას თავშეკავებით გამოეხმაურა და შეახსენა ერევანს, რომ მოსკოვმა შეასრულა სომხეთის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება.
მაგრამ ლუკაშენკამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს თავის „უფროს ძმას“ უწოდებს, მასხრად აიგდო კუხოსთან სომხეთის თანამშრომლობის გაყინვის გადაწყვეტილება.
„ჩვენ გარდა ვის სჭირდება სომხები? ისინი არავის არ სჭირდება. განავითარონ საკუთარი ეკონომიკა და იმაზე აიღონ ორიენტაცია, რაც აქვთ. რა საფრანგეთი, რა მაკრონი? ხვალ აღარ იქნება მაკრონი და ყველა დაივიწყებს ამ სომხეთს“, - განაცხადა ლუკაშენკამ 20 აგვისტოს ტელეარხ „როსიასთან“ ინტერვიუში.
ამ სიტყვებით შეურაცხყოფილმა სომხეთის მოქალაქეთა ჯგუფმა ბელარუსის ელჩის ქვეყნიდან გაძევება და მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოითხოვა. ხოლო საელჩოს შენობას კვერცხები, პომიდვრები და კარტოფილები ესროლეს.
ასევე ნახეთ ერევანში ბელარუსის საელჩოს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს ლუკაშენკას გამონათქვამების გამოთავად პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ერიდებოდა კუხოში წევრობის ისტორიაში საბოლოო წერტილის დასმას, მაგრამ ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებამ ერევანი საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს.
ნოემბერში ასტანაში კუხოს (ОДКБ) სამიტის შედეგებზე კომენტარებისას რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ყარაბაღისთვის ომის დროს არ დაიჭირა ერევნის მხარე, ვინაიდან სიტუაცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო კვალიფიცირებული როგორც სომხეთის წინააღმდეგ საგარეო აგრესია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) როლისა და მისი პასუხისმგებლობის სფეროს შეფასებაში მიუთითებს იმაზე, რომ მივაღწიეთ წერტილს, საიდანაც უკვე შეუძლებელია შემობრუნება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ პირობებში შეუძლებელი ხდება ერევნის დაბრუნება კუხოში.
და, ერევნის ეს პოზიცია, როგორც ჩანს, აღარ შეიცვლება.
„კუხოდან დისტანცირების შესახებ ერევნის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შეუქცევადია. მაგრამ ამ წერტილამდე მისვლა, რაც ფაშინიანმა ახსენა, ალბათ საკმაოდ გაიწელება. რადგან ამ მანძილის გავლას სჭირდება პოლიტიკური რესურსი და ფაშინიანი მას გამოიყენებს იქამდე, სანამ ეს შესაძლებელი იქნება. თანაც, ფაშინიანი კუხოსადმი დისტანცირების დემონსტრირების პარალელურად, ყოველთვის რაიმე ისე ნაბიჯს დგამს, რაც აჩვენებს მის პატივისცემას საბჭოთა სივრცეზე არსებული ინსტიტუტებისადმი. ამჯერად ფაშინიანი მზად არის, რომ მონაწილეობა მიიღოს ევრაზესის (ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის - რედ.) სამიტში“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ვადიმ დუბნოვი.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი მოქმედებს 2015 წლის 1 იანვრიდან. კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. წინასწარი შეთანხმებით, 25 დეკემბერს სამიტი ერევანში უნდა გამართულიყო, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა მიზანშეუწონლად მიიჩნია უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვა სომხეთის დედაქალაქში. პოლიტიკის კულუარებში ამის მიზეზად სახელდება ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომლის გამონათქვამებმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სომხეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
სამაგიეროდ მოსკოვი იმედს არ კარგავს, რომ 25 დეკემბერს ფაშინიანს სანქტ-პეტერბურგში იხილავენ ევრაზესის სამიტის სხვა მონაწილეებთან ერთად.