14 დეკემბერს ჟენევაში - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად - ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. ამ შეხვედრიდან გარღვევასა და განსაკუთრებულ შედეგებს არც ერთი მხარე არ მოელოდა. წინასწარ ითქვა, რომ ეს იქნებოდა ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა შემდგომი შეხვედრების ბედი და შესაძლებელი იქნებოდა პრინციპული თანხმობის მიღწევა სავაჭრო-ეკონომიკურ თუ რეგულარულ ავიაფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ”პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე არ იყო ცუდი შეხვედრა”, - უთხრა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას 14 დეკემბერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი შეფასებით, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა და მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომ შეხვედრები რეგულარულ სახეს მიიღებს:
”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა“.
თითქმის 4-საათიანი შეხვედრის თაობაზე მეტად მოკლე ცნობა გამოაქვეყნა 15 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მასში ნათქვამია, რომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა შედგა შვეიცარიაში და რომ ამ შეხვედრაზე მოხდა ”მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა ცალკეულ სფეროებში ნორმალიზაციის შესაძლო გზებთან დაკავშირებით.” თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” უთხრა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინსტრუქტაჟით მოქმედმა გრიგორი კარასინმა, 14 დეკემბრის შეხვედრა ”ინფორმატიული და საქმიანი” იყო. ამასთან, კარასინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზეც ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ”სააკაშვილის მმართველობის დროს” დაგროვილი სირთულეების მიუხედავად, ”გაჯანსაღების რეალური შესაძლებლობები მაინც არსებობს“.
რუსეთ-საქართველოს პირდაპირ დიალოგს ოპოზიცია საქართველოში ეჭვის თვალით უყურებს. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთს სულ სხვა მიზნები ამოძრავებს და, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, პროგრესი მხოლოდ საქართველოს კომპრომისის ფასად იქნება შესაძლებელი:
”საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი.”
ხელისუფლების ოპონენტები და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთი შეეცდება პირდაპირი საუბრის ამ ახალი ფორმატით ჩაანაცვლოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და შუამავლობით იმართება. ქართული მხარე ირწმუნება, რომ ასეთი ჩანაცვლება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. თუმცა რუსეთი განაგრძობს პრეტენზიების გამოთქმას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით და ეს 22-ე რაუნდის ფარგლებშიც გამომჟღავნდა. კერძოდ, როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა უთხრა რუსულენოვან მედიას, თუკი თანათავმჯდომარეები მარტში დაგეგმილ მომდევნო რაუნდამდე არ გადაწყვეტენ, რომ მოლაპარაკებათა პროცესის ყველა მონაწილეს თანაბარი სტატუსი მიენიჭოს, ანუ ჩამოყალიბდეს ახლებური ფორმატი, ჟენევის მოლაპარაკებები ჩაშლისთვის იქნება განწირული. ამ მოთხოვნით რუსეთი ცდილობს სტატუსი აუმაღლოს მონაწილეებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან, რადგანაც ისინი ამ დრომდე ოფიციალური დელეგაციის სახით არ არიან მიწვეული. თუმცა, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა 12 დეკემბერს, 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფორმატის შეცვლა მიუღებელია თბილისისთვის და ეს საკითხი არც კი განიხილება.
ამასთან, ნიკოლოზ ვაშაკიძე სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის მიერ შეთავაზებული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების განხილვა არ ინებეს ცხინვალის, სოხუმისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა და მათ შეხვედრა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. საუბარია კონკრეტულ წინადადებებზე, მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებისა თუ ცხინვალის რეგიონის წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შეთავაზების ადრესატები არ აღმოჩნდნენ მზად ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზების გარეშე განხილვისთვის:
”შევიმუშავეთ მთელ რიგ ღონისძიებათა გეგმა და ჩამოვედით იმ განწყობით, რომ პრაქტიკულ სამუშაოს ჩავატარებდით აქ წარმოდგენილ მონაწილეებთან იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო. სამწუხაროდ, ცხინვალის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, არ ისურვეს ამ თემაზე საუბარი. მათ ამჯობინეს, რომ მეტი ძალისხმევა გადაეტანათ დისკუსიის უადგილო პოლიტიზირებაზე.”
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების ტრადიციულად ყველაზე მწვავე გამოწვევას - ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, თანათავმჯდომარეების განცხადებით, ამ კუთხით ამჯერად გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ეს 12 დეკემბერს 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფილიპ ლეფორმაც აღნიშნა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში:
”მონაწილეებმა განიხილეს საკითხი ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებების ჩათვლით. ამ დისკუსიების ფარგლებში, თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას შესაძლო ერთობლივ განცხადებაზე”.
თანათავმჯდომარეები კვლავაც უკმაყოფილო რჩებიან იმის გამო, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება შეხვედრების განახლება გალის მიმართულებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
მიმდინარე კვირაში თბილისს სტუმრობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი კეტრინ ნიუკომბი. შედგა შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. როგორც 12 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა თომას მელიამ, შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში არჩევნების შემდგომი კოჰაბიტაციის პროცესს და კვლავ აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. აქვეა სამართლის აღსრულების თემაც:
„მიგვაჩნია, რომ მთავრობა ისმენს ამ ჩვენს ხმებს და გაზრდილი ყურადღებით ეკიდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს. დღეს ამ თემებზე ვისაუბრეთ იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. მათ დაგვიდასტურეს საკუთარი განწყობა - უმაღლესი სტანდარტების შესაბამისობით წარიმართოს ეს სასამართლო პროცესები და გამოძიება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესებისათვის თვალყურის მიდევნებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეს თემა იყოს განხილვის საგანი, რამდენადაც ის ეხება სამართალს“.
ამერიკელი პარტნიორების მსგავსად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებენ ევროპელი პარტნიორებიც და ისინიც აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულება სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა აღსრულდეს. მიმდინარე კვირაში საქართველოს ერთდროულად სტუმრობდნენ შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და ნიკოლაი მლადენოვი და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი. სტუმრები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ძირითად განსახილველ საკითხთა შორის იყო შიდაპოლიტიკური ვითარება, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პერსპექტივები და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი დინამიკა.
მიმოხილვას განვაგრძობთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო განვითარებული მოვლენებით. წინასწარ გარცელებული ინფორმაციები 14 დეკემბერს დადასტურდა და თანამდებობა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.
”მე აქ ყოფნის გამო ძალიან ბევრი რამ დავთმე. დავთმე ძალიან ბევრი იდეა, გეგმა, სცენარი, მოსაზრებები, რომლის განხორციელებაზე უარი ვთქვი იმის გამო, რომ აქ ვყოფილიყავი. ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა იყო გამართლებული და იყო სწორი. ახლა, ალბათ, ცოტა ხნით დავისვენებ. ჯერ კონკრეტული გეგმები არ მაქვს, თუმცა ძალიან მალე ისევ აქტიურად დავუბრუნდები სამუშაოს. ახლა სახლში მინდა”...
მართალია, გიორგი ჭანტურიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მაგრამ, როგორც ირკვევა, საამისოდ საკმაოდ სერიოზული მიზეზიც არსებობდა და ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიული გეგმის შეუსრულებლობა. ჯერჯერობით პასუხგაუცემელია შეკითხვა, თუ რატომ ვერ მოახერხა გიორგი ჭანტურიამ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მაგრამ, სამეურვეო საბჭოს ინფორმაციით, გეგმის შეუსრულებლობამ ”მართვის კრიზისი” გამოიწვია.
ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ გიორგი ჭანტურიას თანამდებობიდან ასეთი მოულოდნელი გადადგომა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შესამოწმებლად ნოემბრის დასაწყისში შევიდა, რაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იმით ახსნა, რომ გასარკვევი იყო, თუ როგორ დააგროვა ორგანიზაციამ 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ დავალიანება 3,8 მილიონი ლარის ოდენობით. თავად გიორგი ჭანტურია უარყოფს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მისი წასვლა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება და ის ასევე კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამდებობა მან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად დატოვა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. სამეურვეო საბჭოს ინფორმაციით, მსურველთა განცხადებები 20 დეკემბრის 18:00 საათამდე მიიღება.
”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა“.
თითქმის 4-საათიანი შეხვედრის თაობაზე მეტად მოკლე ცნობა გამოაქვეყნა 15 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მასში ნათქვამია, რომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა შედგა შვეიცარიაში და რომ ამ შეხვედრაზე მოხდა ”მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა ცალკეულ სფეროებში ნორმალიზაციის შესაძლო გზებთან დაკავშირებით.” თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” უთხრა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინსტრუქტაჟით მოქმედმა გრიგორი კარასინმა, 14 დეკემბრის შეხვედრა ”ინფორმატიული და საქმიანი” იყო. ამასთან, კარასინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებზეც ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ ”სააკაშვილის მმართველობის დროს” დაგროვილი სირთულეების მიუხედავად, ”გაჯანსაღების რეალური შესაძლებლობები მაინც არსებობს“.
რუსეთ-საქართველოს პირდაპირ დიალოგს ოპოზიცია საქართველოში ეჭვის თვალით უყურებს. როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთს სულ სხვა მიზნები ამოძრავებს და, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, პროგრესი მხოლოდ საქართველოს კომპრომისის ფასად იქნება შესაძლებელი:
”საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის ერთადერთ ფასს, რომელიც საქართველომ უნდა გადაიხადოს, აქვს მარტივი სახელი და მას ეწოდება საქართველოს სუვერენიტეტი.”
სამწუხაროდ, ცხინვალის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, არ ისურვეს ამ თემაზე საუბარი. მათ ამჯობინეს, რომ მეტი ძალისხმევა გადაეტანათ დისკუსიის უადგილო პოლიტიზირებაზე ...ნიკოლოზ ვაშაკიძე
ხელისუფლების ოპონენტები და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთი შეეცდება პირდაპირი საუბრის ამ ახალი ფორმატით ჩაანაცვლოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და შუამავლობით იმართება. ქართული მხარე ირწმუნება, რომ ასეთი ჩანაცვლება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. თუმცა რუსეთი განაგრძობს პრეტენზიების გამოთქმას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით და ეს 22-ე რაუნდის ფარგლებშიც გამომჟღავნდა. კერძოდ, როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა უთხრა რუსულენოვან მედიას, თუკი თანათავმჯდომარეები მარტში დაგეგმილ მომდევნო რაუნდამდე არ გადაწყვეტენ, რომ მოლაპარაკებათა პროცესის ყველა მონაწილეს თანაბარი სტატუსი მიენიჭოს, ანუ ჩამოყალიბდეს ახლებური ფორმატი, ჟენევის მოლაპარაკებები ჩაშლისთვის იქნება განწირული. ამ მოთხოვნით რუსეთი ცდილობს სტატუსი აუმაღლოს მონაწილეებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან, რადგანაც ისინი ამ დრომდე ოფიციალური დელეგაციის სახით არ არიან მიწვეული. თუმცა, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა 12 დეკემბერს, 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ფორმატის შეცვლა მიუღებელია თბილისისთვის და ეს საკითხი არც კი განიხილება.
ამასთან, ნიკოლოზ ვაშაკიძე სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის მიერ შეთავაზებული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების განხილვა არ ინებეს ცხინვალის, სოხუმისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა და მათ შეხვედრა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. საუბარია კონკრეტულ წინადადებებზე, მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებისა თუ ცხინვალის რეგიონის წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შეთავაზების ადრესატები არ აღმოჩნდნენ მზად ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზების გარეშე განხილვისთვის:
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების ტრადიციულად ყველაზე მწვავე გამოწვევას - ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, თანათავმჯდომარეების განცხადებით, ამ კუთხით ამჯერად გარკვეული პროგრესი შეინიშნება. ეს 12 დეკემბერს 22-ე რაუნდის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ფილიპ ლეფორმაც აღნიშნა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში:
”მონაწილეებმა განიხილეს საკითხი ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ, მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი კონკრეტული წინადადებების ჩათვლით. ამ დისკუსიების ფარგლებში, თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე, ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას შესაძლო ერთობლივ განცხადებაზე”.
მიგვაჩნია, რომ მთავრობა ისმენს ამ ჩვენს ხმებს და გაზრდილი ყურადღებით ეკიდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს. დღეს ამ თემებზე ვისაუბრეთ იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან ...თომას მელია