* შესწორება: ეს სტატია რედაქტირებულ იქნა იმის დასაზუსტებლად, რომ ტექსტი, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ერთ-ერთი იყო განსახილველად წარმოდგენილ წინადადებებს შორის.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტექსტზე, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციად უნდა იქცეს. პროექტის ახალი ვარიანტი ამ პროგრამაში მონაწილე ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანას დიდად ვერ გაამხნევებს ბრიუსელთან დაახლოების გზაზე.
აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე რამდენიმე ქვეყნის მიერ წარმოდგენილ უწინდელ წინადადებებში ნათქვამი იყო, რომ აღმოსავლელ პარტნიორ ქვეყნებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ „ევროპისკენ სწრაფვა, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად“. მაგრამ პროექტის ბოლო ვარიანტში, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ეს მუხლი საერთოდ არ არის ნახსენები.
ამის ნაცვლად, ახალ ვარიანტში ვკითხულობთ, რომ „ვილნიუსის სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, ისევე როგორც მათ მტკიცე პოზიციას, ააშენონ ღრმა და მდგრადი დემოკრატია“.
49-ე მუხლი როგორც იურიდიული, ისე სიმბოლური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რადგან აცხადებს, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს პატივს სცემს, შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება.
პროექტის ახალი ვარიანტი წარმოადგენს ერთგვარ მარცხს ევროკავშირის გაფართოების მომხრე ქვეყნებისთვის, - მაგალითად, პოლონეთისთვის და შვედეთისთვის, - რომლებსაც სურდათ მძლავრად წახალისებულიყო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მისწრაფება ევროკავშირისკენ.
ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, მიმდინარე დისკუსიაში გამარჯვება მოიპოვეს გაფართოების პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა, რომლებშიც გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია ლიდერობენ რამდენიმე სამხრეთელ წევრ სახელმწიფოსთან ერთად. ტექსტში გამოყენებული ფორმულირებების შეცვლა მათ იმითაც შეძლეს, რომ პროექტი ახლა აღმოსავლელ პარტნიორებს „ქვეყნებად“ ან „პარტნიორ ქვეყნებად“ მოიხსენიებს და არა „სახელმწიფოებად“. ეს კიდევ ერთი წარმატებული მცდელობაა, გაფართოების პერსპექტივის ნაკლებად რეალისტურად ქცევის საქმეში.
დეკლარაციის პროექტის ბოლო ვარიანტში ამ ექვს ქვეყანას „სახელმწიფოს“ მხოლოდ ერთხელ უწოდებენ და ისიც იმ პუნქტში, რომელიც პირდაპირაა გადმოღებული ევროკავშირის მიერ სამხრეთელი მეზობლებისთვის შემუშავებული დეკლარაციიდან - ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ბოლო ვარიანტში, მართალია, ფრჩხილებში ჩასმული, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია ფრაზა „დღეს ხელი მოეწერა ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის დაარსების ჩათვლით“. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვლავ მზად არიან, ბრძოლა განაგრძონ, თუკი უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სამიტის წინ აზრს შეიცვლის.
კიევის მიერ გასულ კვირაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვილნიუსის სამიტზე ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ხელშეკრულებებისთვის, უკრაინაში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყება გამოიწვია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები „მიესალმებიან მოლდავეთის მიღწევებს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გზაზე“.
კიშინიოვს ევროკავშირის კომისიამ ნოემბერში აუნთო მწვანე შუქი, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან ასეთი დადებითი შეფასება აჩენს პერსპექტივას, რომ მოლდავეთი 2014 წლის ბოლომდე შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლებას მიიღებს. თუმცა დეკლარაციის პროექტში ნათქვამი არ არის, რომ მოლდავეთმა „ყველა“ პირობა დააკმაყოფილა - საუბარი, უბრალოდ, „პირობებზეა“. შესაბამისად, ამ საკითხზე დებატები ალბათ კიდევ წინ არის.
ვილნიუსის დეკლარაციის პროექტს, რომელშიც ჩამოთვლილია აქამდე მიღწეული ასპექტები და საუბარია იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს 2015 წელს დანიშნულ სამიტამდე, ახლა შეისწავლიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია. დეკლარაციას ხელი ვილნიუსში 29 ნოემბერს უნდა მოეწეროს.
როგორც ვარაუდობენ, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნები შეეცდებიან დოკუმენტებში შეიტანონ გარკვეული ფორმულირებები, რომლებიც მათ გაყინულ კონფლიქტებს შეეხება.
დეკლარაციის პროექტში, ამჟამად, არ გვხვდება აბზაცები აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღის და დნესტრისპირეთის შესახებ. როგორც მოელიან, ყველაზე ცხარე დისკუსია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაიმართება, მთიანი ყარაბაღის თაობაზე.