საქართველოს სულ უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ 15 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო. ამ და ტურისტული სტატისტიკის სხვა მონაცემებს ეფუძნება საქართველოს მთავრობის ოპტიმისტური განცხადებები.
თბილისის ცენტრალურ ისტორიულ ქუჩებში, ვიზუალური დაკვირვებით, თვალშისაცემია რუსულენოვანი ტურისტების სიჭარბე. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ წელს პირველი 4 თვის მანძილზე რუსეთიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 პროცენტით გაიზარდა. მაგრამ იმას, რაც თბილისის ისტორიულ ქუჩებში არ ჩანს, სტატისტიკური ინფორმაციის სხვა მონაცემები ნათელყოფს. კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისითა და ზრდის მაჩვენებლით ლიდერია აზერბაიჯანი, საიდანაც საქართველოს რუს მოგზაურებზე ორჯერ მეტი ესტუმრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აზერბაიჯანელი სტუმრების ოდენობა 22 პროცენტითაა გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეზე სომხეთი, შემდეგ კი მოდის რუსეთი.
Your browser doesn’t support HTML5