”ნაციზმის ბიბლია” - რატომ იყიდება ”მაინ კამპფი”?
Your browser doesn’t support HTML5
2016 წლის დასაწყისიდან გერმანიის მაღაზიებში უკვე თავისუფლად იყიდება ადოლფ ჰიტლერის წიგნი „მაინ კამპფი“, ანუ „ჩემი ბრძოლა“. წიგნი არაერთ ენაზეა გამოცემული, თარგმნილია ქართულადაც. გიორგი გვახარიას სტუმარი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი, გვიამბობს ამ წიგნის მნიშვნელობაზე გერმანიისა და საქართველოს უახლესი ისტორიის კონტექსტში.