რადიოჟურნალ "მეათე სტუდიაში" რთველზე სიუჟეტის ავტორი შეეცდება აგიხსნათ, რომ მევენახეობა მხოლოდ ყურძნის ჩაბარება არ არის და რომ მას საქართველოში მეღვინეობა განავითარებს. ექიმი, საავადმყოფო და ბავშვები, ბავშვზე მორგებული ჯანდაცვის სისტემაა "მეათე სტუდიის" შემდეგი რეპორტაჟის თემა. გაგაცნობთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დანართის გამო ფსიქიატრების უკმაყოფილების მიზეზსაც. ბოლოს კი რაგბიზე ვისაუბრებთ: შაბათ-კვირას ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებია.