სავიზო ლიბერალიზაციის ახალი ეტაპი

გიგი გიგიაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკვე ერთი კვირაა, ავრცელებს საინფორმაციო ვიდეორგოლებს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით - იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლას და რა დასჭირდებათ მათ ამისთვის. გიორგი გოგუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, თუ როდიდან ამოქმედდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა და რა შეიცვლება ამით საქართველოს მოქალაქეებისათვის.

რადიო თავისუფლება: როდის დაიწყება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესი?

გიგი გიგიაძე: ამ თემაზე ვიდეორგოლების გავრცელება ერთი კვირის წინ დავიწყეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდოთ. გარდა ამისა, ეს ევროკავშირის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც საქართველომ ამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.

პასუხის გაცემა იმაზე, თუ როდის დაიწყება უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონის ქვეყნებთან, ახლა რთულია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ წლის ბოლომდე მეოთხე ანგარიში წარმატებით უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, ევროკომისიის ეს ანგარიში 2015 წლის დეკემბერში საბოლოო, დადებითი იქნება და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში გზას გაუხსნის.

რადიო თვისუფლება: რა ტიპის ვიზებს შეეხება ეს ცვლილება?

გიგი გიგიაძე: ეს ვიზები შენგენის ზონაში 180 დღეში 90 დღის განმავლობაში ყოფნის საშუალებას იძლევა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შეეძლებათ შენგენის ზონის ქვეყნებსა და დამატებით კიდევ რამდენიმე ქვეყანაში უვიზოდ იმოგზაურონ. მათ საშუალება ექნებათ ეს 90-დღიანი პერიოდი გაყონ, თუმცა ვადას არ უნდა გადააცილონ.

მნიშვნელოვანია ის, რომ 90 დღეზე მეტხანს დარჩენის შემთხვევაში ადამიანი ქვეყნიდან გამოძევებას ექვემდებარება. ჯერ მას დააკავებენ, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნებენ, რის შემდეგაც ის 5 წლის მანძილზე ვეღარ ისარგებლებს სავიზო ლიბერალიზაციის ბენეფიტებით...

რადიო თავისუფელბა: თუმცა ეს არ ეხება სამუშაო ან გრძელვადიან ვიზებს...

გიგი გიგიაძე: დიახ, ეს ცვლილება არ ეხება სამუშაო ან გრძელვადიან სასწავლო ვიზებს. ასეთი ვიზების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ. 90-დღიანი ვიზა მათ საშუალებას მისცემს, რომ შევიდნენ ქვეყანაში როგორც ტურისტები, ბიზნესისთვის, ხანმოკლე სასწავლო კურსებისთვის, მოკლევადიანი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად და ა. შ.

მნიშვნელოვანია ის, რომ 90 დღეზე მეტხანს დარჩენის შემთხვევაში ადამიანი ქვეყნიდან გამოძევებას ექვემდებარება. ჯერ მას დააკავებენ, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნებენ, რის შემდეგაც ის 5 წლის მანძილზე ვეღარ ისარგებლებს სავიზო ლიბერალიზაციის ბენეფიტებით. ამიტომაც ამ თავისუფლებას, რომელსაც საქართველო ელოდება, ასევე ახლავს სერიოზული ვალდებულებები, რომლებიც ყველა ჩვენგანმა უნდა დაიცვას.

რადიო თავისუფლება: რა დასჭირდება საქართველოს მოქალაქეს იმისთვის, რომ შენგენის ზონის ქვეყანაში 90 დღით შესვლის უფლება მიიღოს?

ეს პროცესი 2012 წელს დაიწყო. ევროკომისიის მესამე დასკვნა ჩვენ 2015 წლის 8 მაისს მივიღეთ, რომელიც საკმაოდ დადებითი იყო, თუმცა იყო საკითხებიც, რომლებიც შესასრულებელი იყო. ჩვენ ამ საკითხების შესრულება უკვე დავიწყეთ. ამ პროცესს საქართველო დეტალურად, ზედმიწევნით მიჰყვება. ეს ტექნიკური პროცესია და იმედი გვაქვს, რომ ის 2015 წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდება...

გიგი გიგიაძე: როდესაც ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს და შემდეგ ევროსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სივრცე გაიხსნას, საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა იქნება არანაკლებ 6 თვისა (უცხოეთში გამგზავრების დღიდან). გარდა ამისა, საზღვრის კვეთის დროს მას შეიძლება მესაზღვრემ მოსთხოვოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი, სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის შემთხვევაში მომწვევი ორგანიზაციის წერილი და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი ხდება საზღვარზე და არა საკონსულოში.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ, რომ სავიზო რეჟიმი გამარტივდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს. რა შანსებია იმისა, რომ ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნოს?

გიგი გიგიაძე: ეს პროცესი 2012 წელს დაიწყო. ევროკომისიის მესამე დასკვნა ჩვენ 2015 წლის 8 მაისს მივიღეთ, რომელიც საკმაოდ დადებითი იყო, თუმცა იყო საკითხებიც, რომლებიც შესასრულებელი იყო. ჩვენ ამ საკითხების შესრულება უკვე დავიწყეთ. ამ პროცესს საქართველო დეტალურად, ზედმიწევნით მიჰყვება. ეს ტექნიკური პროცესია და იმედი გვაქვს, რომ ის 2015 წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდება. ევროკომისია გადაამოწმებს იმ საკანონმდებლო ბაზას, იმ კანონების იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. ჩვენ, არსებული პროცესის გათვალისწინებით, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკომისიის მეოთხე ანგარიში საბოლოო იქნება და დეკემბრის შუა რიცხვებში ჩვენ უკვე გვეცოდინება პასუხი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითი რეკომენდაცია იქნება, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარლამენტს გადაეცემა.