„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის მიზანი იყო იმაზე დაკვირვება, თუ რამდენადაა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას. საკვლევი პერიოდი მოიცავდა დროს გასული წლის 15 იანვრიდან 15 დეკემბრამდე.
„ადამიანის უფლებათ ცენტრის“ მკვლევარები აკვირდებოდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას, ასევე ყოფილი შს მინისტის ვანო მერაბიშვილის, უფლებამოსილებაშეჩერებული თბილისის მერის გიგი უგულავას და სხვა მაღაჩინოსნების სასამართლო მოსმენებს, მათ შორის,წინასასამართლო სხდომებს და არსებითი განხილვის პროცესებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის კოორდინატორის ნინო ცაგარეიშვილის განმარტებით, დაკვირვება წარმოებდა იმაზე, თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი სასამართლოს პროციპი, მათ შორის, საქმის საჯარო მოსმენის დროს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება და სხვ.
ნინო ცაგარეიშვილის თქმით, სასამართლო პროცესებზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები ძირითადად უზრუნველყოფილი იყო და გამოვლენილ დარღვევებსაც არ ჰქონია ხშირი და სისტემატური ხასიათი. და მაინც, რა შეიძლება ითქვას უფრო კონკრეტულად დარღვევების თაობაზე? მაგალითად, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე (პროცესს შეგნებულად არ ასახელებენ მკვლევარები) გარდაცვლილი მსხვერპლის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდომაზე განიხილეს, როცა კანონმდებლობა მოსამართლეს ამ სხდომის დახურვის შესაძლებლობას აძლევდა.
ნინო ცაგარეიშვილის სიტყვებით, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა ბაჩანა ახალაიას ე.წ. სამხედროებისა და სპეცრაზმელების წამების საქმეში:
„საქმეში ახალჩართულ ადვოკატს მოსამართლემ უარი უთხრა საქმეში მის ჩართვამდე არსებული სხდომის ოქმების გაცნობაზე და ამით მან არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა იგი ბრალდების მხარესთან მიმართებაში, რაც უგულებელყოფდა შეჯიბრებითობის პრონციპს“.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევა გახმაურებულ საქმეებზე არ ჩაუტარებიათ და სასამართლო პროცესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აკვირდებოდა, შერჩეულ საქმეებში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებიც მოხვდა. როგორც ორგანიზაციის იურისტი თინათინ ავალიანი ამბობს, გარკვეული პრობლემები იყო პროცესების საჯაროობასთან დაკავშირებით, ხშირად სასამართლო დარბაზი იყო მცირე, მიუხედავად სასამართლო პროცესის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა:
„სასამართლო ხელისუფლება შედარებით უფრო გათავისუფლებულია პროკურატურის ზეგავლენისაგან, ვინაიდან, თუ ადრე საანგარიშო პერიოდებში სასამართლო ყოველთვის 100 %-ით ითვალისწინებდა პროკურატურის შუამდგომლობებს, ახლა ასეთი მდგომარეობა აღარ გვაქვს და დაცვის შუამდგომლობის გათვალისწინებაც ხდება, თუმცა მნიშვნელოვანი ტენდენციაა ისიც, რომ ადრე დაცვა, თავის მხრივ, იყო ძალიან პასიური, თუმცა გახმაურებულ საქმეებში, პირიქით, ზეაქტიური იყო დაცვა და სხვა საქმეებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა იმით, რომ დაცვა ძალიან ბევრ შუამდგომლობას აყენებდა და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებდა იმისთვის, რომ ბრალდებულთა უფლებები დაეცვა“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის სიტყვებით, ამ მონიტორინგის შედეგების თანახმად, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სასამართლო არსებითად გათავისუფლდა პროკურატურის ზეწოლისაგან. ადვოკატთა შუადგომლობები დაახლოებით ისევე კმაყოფილდებოდა, როგორც ბრალდების მხარისა. ამასთან, აღკვეთილი იქნა პროკურორების მხრიდან პროცესის გაჭიანურების მცდელობა, როდესაც კონკრეტული პროკურორი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მომიზეზებით, აცდენდა პროცესს. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მაღალჩინოსანთა პროცესებს თავად სასამართლო დარბაზს მიღმა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებული განცხადებებიც ერთვოდა, რაც ამ პროცესებს მეტ პოლიტიკურ ელფერს სძენდა, თუმცა მონიტორინგი არ ითვალისწინებდა პროკურატურის მიერ მომზადებული საქმეების შინაარსობრივ კვლევას, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახორციელებდა მონიტორინგს უშუალოდ სასამართლო დარბაზში.
როგორც ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, მთავარი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენადაა ხელმისაწვდომი სამართლიანი სასამართლო ყოფილი მაღალი თანამდებობისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსებისთვის.
„ადამიანის უფლებათ ცენტრის“ მკვლევარები აკვირდებოდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას, ასევე ყოფილი შს მინისტის ვანო მერაბიშვილის, უფლებამოსილებაშეჩერებული თბილისის მერის გიგი უგულავას და სხვა მაღაჩინოსნების სასამართლო მოსმენებს, მათ შორის,წინასასამართლო სხდომებს და არსებითი განხილვის პროცესებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის კოორდინატორის ნინო ცაგარეიშვილის განმარტებით, დაკვირვება წარმოებდა იმაზე, თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი სასამართლოს პროციპი, მათ შორის, საქმის საჯარო მოსმენის დროს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება და სხვ.
ნინო ცაგარეიშვილის თქმით, სასამართლო პროცესებზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები ძირითადად უზრუნველყოფილი იყო და გამოვლენილ დარღვევებსაც არ ჰქონია ხშირი და სისტემატური ხასიათი. და მაინც, რა შეიძლება ითქვას უფრო კონკრეტულად დარღვევების თაობაზე? მაგალითად, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე (პროცესს შეგნებულად არ ასახელებენ მკვლევარები) გარდაცვლილი მსხვერპლის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდომაზე განიხილეს, როცა კანონმდებლობა მოსამართლეს ამ სხდომის დახურვის შესაძლებლობას აძლევდა.
სასამართლო ხელისუფლება შედარებით უფრო გათავისუფლებულია პროკურატურის ზეგავლენისაგან, ვინაიდან, თუ ადრე საანგარიშო პერიოდებში სასამართლო ყოველთვის 100 %-ით ითვალისწინებდა პროკურატურის შუამდგომლობებს, ახლა ასეთი მდგომარეობა აღარ გვაქვს და დაცვის შუამდგომლობის გათვალისწინებაც ხდება...თინათინ ავალიანი