სალომე ასათიანის "ინტერVIEW" ელისო ჩაფიძესთან

Your browser doesn’t support HTML5

ტყიბულში გაიფიცნენ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის მაღაროების მუშები, ისინი ითხოვენ ხელფასის მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თბილ უნიფორმებს ზამთრისთვის. მმართველი ნახშირმომპოვებელი კომპანიის, ძმებ ბეჟუაშვილებთან დაკავშირებული „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „ულტიმატუმების რეჟიმში ურთიერთობა“ კატეგორიულად არ სურს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასაქმებულების ანაზღაურების გაზრდა არარეალისტურია. ტყიბულში შექმნილი მწვავე ვითარება არ წარმოადგენს განყენებულ პრობლემას. პროფესიული კავშირები, უფლებადამცველი ორგანიზაციები წლებია, საუბრობენ გაუსაძლის პირობებზე მძიმე მრეწველობაში. სამუშაო ადგილებზე დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების სია სისტემატურად იზრდება. რატომ არ, თუ ვერ იცავს სახელმწიფო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ადგილებზე მომუშავე მოქალაქეებს - ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება სალომე ასათიანი გადაცემის სტუმარს, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ელისო ჩაფიძეს.