საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა გრძელდება. 4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, კვლავაც სადავო რჩება არაერთი საარჩევნო უბნისა და ოლქის მონაცემები. კოალიცია ”ქართული ოცნება” სამი ოლქისა და ხუთი რაიონის რამდენიმე უბანზე შედეგების გაუქმებას და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს, თუმცა რამდენიმე საოლქო კომისია, - მათ შორის, ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია, - უსაფუძვლობის მოტივით, საჩივრებს ამ დრომდე უარით პასუხობს. დავა ადგილობრივ სასამართლოებში გრძელდება. 4 ოქტომბერს, საარჩევნო ხმების დაცვის მიზნით, ზუგდიდსა და ხაშურში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.
”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურის რაიონში, ვალერი გელაშვილი, აცხადებს, რომ ის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შეჩერებას ვეღარ შეძლებს, სპეცრაზმის მიერ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებიდან ოქმების გატაცებისა და საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანის ფაქტს დანაშაულს უწოდებს და ხაშურის ათი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს:
”როდესაც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ იცის, რომ გატაცებული ოქმები რეგისტრირდება კომისიაში, ეს კრიმინალია, დანაშაული. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ფაქტია, რომ ათ უბანში შეცვალეს ციფრები, ჩემი ხმები ჩემს მეტოქეს ჩაუწერეს და მისი კი - მე. გამოვიდა, რომ მე დავმარცხდი. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. გუშინწინ აქციაზე გავაჩერე ისინი, იურიდიულად მიყოლა ვარჩიეთ, მაგრამ თუ ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ, მაშინ ხალხს რა ვუთხრა? შეიძლება მეც გადამიარონ.”
უკვე ცნობილია, რომ ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ ”უსაფუძვლობის გამო” უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივრები, რომლებითაც საია ასევე მოითხოვდა რამდენიმე უბნის ბათილად ცნობას. საიას იურისტი ლელა ტალიური აცხადებს, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კანონის დაცვით განიხილავენ საოლქო კომისიები საჩივრებს:
”ხაშურის შემთხვევაში მოწმეები ლაპარაკობდნენ, რომ იქ სპეცრაზმი შეიჭრა და რომ ხმების დათვლის შედეგად იქ ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა მოგებული როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარეები იკავებდნენ შემაჯამებელი ოქმის შედგენისგან თავს და მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ: სპეცრაზმი შევიდა და, ფაქტობრივად, ცარიელ ოქმებზე მოაწერეს ხელი, ანუ რაც ცესკოს საიტზე აიტვირთა და რაც რეალურად ხაშურში მოხდა, ერთმანეთს არ ემთხვევა.”
ლელა ტალიური განმარტავს, რომ, კანონით, უბნების შედეგების გაუქმება ხელახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:
”ეს ხდება მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის შეცვლას. ოლქი იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ.”
”ქართულ ოცნებაში”კი აცხადებენ, რომ ასეთი სადავო უბნები, სადაც დარღვევებმა რეალური სურათი შეცვალა და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ, არის საქართველოს ხუთ რაიონში. მათ შორისაა:
ამბროლაურის რაიონის რამდენიმე საარჩევნო უბანი, ცალკეული საარჩევნო უბნები თეთრიწყაროში, სიღნაღში, თერჯოლაში, ხონში. 4 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, საოლქო კომისიების გადაწყვეტილებით, გაუქმდა ორი საარჩევნო უბნის მონაცემები - თეთრიწყაროში კოდას უბნისა და სიღნაღში მეხუთე უბნის, - გვეუბნება დავით საგანელიძე.
რაც შეეხება ოლქებს, სადაც „ქართული ოცნება“ ასევე მოითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას, ესენია: ზუგდიდი, ხაშური და დედოფლისწყარო. დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ამბროლაურის სამი უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ბოლო მომენტში, როგორც საგანელიძე ამბობს, კონკრეტული სატელეფონო ზარის შემდეგ შეცვალა:
”კადრებია გადაღებული ამბროლაურის უბნებზე, როცა კომისიის თავმჯდომარეს ხელში უჭირავს ტომარაში ჩაყრილი ბიულეტენები და ცალკე ოქმები და ოჯახებში დადის, სოფლებში, შედიან ოჯახებში, კინაღამ სუფრაც იშლება და იქ აწერენ ხელს ამ ოქმებზე. ეს ერთი უბანიც რომ გაუქმდეს, წარმოიდგინეთ, იცვლება მთლიანად შედეგი, რადგან, დაახლოებით, 150 ხმაზეა ლაპარაკი და ასეთი შემთხვევები იყო სხვა არაერთ საარჩევნო უბანში სხვა რაიონებშიც.”
სადავო უბნებს შორისაა ასევე თერჯოლის სპეცუბანი, სადაც ხმა 2000-მა სამხედრომ მისცა და, როგორც ადგილობრივი მაჟორიტარი ”ქართული ოცნებიდან” ზაზა გოგსაძე აცხადებს, სწორედ ამ ხმებით მოიპოვა გამარჯვება ”ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. საოლქო კომისიამ მოთხოვნა უბნის შედეგების გაუქმების თაობაზე ასევე არ დააკმაყოფილა და კომისიის გადაწყვეტილება ახლა ზესტაფონის სასამართლოშია გასაჩივრებული.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა კი ის საარჩევნო ოლქები დაასახელა, სადაც, მისი თქმით, საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით, თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის საფუძველზე გასული ღამის 2:00 სთ-ზე შეაცვლევინეს:
”ჩვენ ამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ძლიერი სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება თერჯოლის საარჩევნო კომისიაზეც. პრობლემებია ამბროლაურის, ხაშურის, მარტვილის, ლაგოდეხის, მარნეულის - სულ, 19 საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში და არსებობს მათი საქმიანობის შეფერხების საშიშროებაც."
4 ოქტომბერს ასევე გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების -
”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" - განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან.
ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს არჩევნების შედეგების დათვლა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებთან შეკრებებისგან, რადგანაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავები მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა წარიმართოს.
საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს დავით ბუჩუკურს. როგორც ზემოთ ითქვა, ამ ოლქის შედეგების მთლიანად გაუქმებას ითხოვს ”ქართული ოცნება”. ბუჩუკურმა გვითხრა, რომ, კანონით, დაჯარიმება ეკუთვნის ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, თუმცა დარღვევები, რომელთა შესახებაც საჩივრებია შესული საოლქო კომისიაში, არჩევნების შედეგებზე გავლენას არ ახდენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მისი თქმით, კომისია მიიღებს.

ხაშურის შემთხვევაში მოწმეები ლაპარაკობდნენ, რომ იქ სპეცრაზმი შეიჭრა და რომ ხმების დათვლის შედეგად იქ ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა მოგებული როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნები ...ლელა ტალიური
უკვე ცნობილია, რომ ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ ”უსაფუძვლობის გამო” უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივრები, რომლებითაც საია ასევე მოითხოვდა რამდენიმე უბნის ბათილად ცნობას. საიას იურისტი ლელა ტალიური აცხადებს, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კანონის დაცვით განიხილავენ საოლქო კომისიები საჩივრებს:
”ხაშურის შემთხვევაში მოწმეები ლაპარაკობდნენ, რომ იქ სპეცრაზმი შეიჭრა და რომ ხმების დათვლის შედეგად იქ ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა მოგებული როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარეები იკავებდნენ შემაჯამებელი ოქმის შედგენისგან თავს და მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ: სპეცრაზმი შევიდა და, ფაქტობრივად, ცარიელ ოქმებზე მოაწერეს ხელი, ანუ რაც ცესკოს საიტზე აიტვირთა და რაც რეალურად ხაშურში მოხდა, ერთმანეთს არ ემთხვევა.”
ლელა ტალიური განმარტავს, რომ, კანონით, უბნების შედეგების გაუქმება ხელახალი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში:
”ეს ხდება მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის შეცვლას. ოლქი იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ.”
”ქართულ ოცნებაში”კი აცხადებენ, რომ ასეთი სადავო უბნები, სადაც დარღვევებმა რეალური სურათი შეცვალა და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ, არის საქართველოს ხუთ რაიონში. მათ შორისაა:
ამბროლაურის რაიონის რამდენიმე საარჩევნო უბანი, ცალკეული საარჩევნო უბნები თეთრიწყაროში, სიღნაღში, თერჯოლაში, ხონში. 4 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, საოლქო კომისიების გადაწყვეტილებით, გაუქმდა ორი საარჩევნო უბნის მონაცემები - თეთრიწყაროში კოდას უბნისა და სიღნაღში მეხუთე უბნის, - გვეუბნება დავით საგანელიძე.
კადრებია გადაღებული ამბროლაურის უბნებზე, როცა კომისიის თავმჯდომარეს ხელში უჭირავს ტომარაში ჩაყრილი ბიულეტენები და ცალკე ოქმები და ოჯახებში დადის ...დავით საგანელიძე
რაც შეეხება ოლქებს, სადაც „ქართული ოცნება“ ასევე მოითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას, ესენია: ზუგდიდი, ხაშური და დედოფლისწყარო. დავით საგანელიძე აცხადებს, რომ ამბროლაურის სამი უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ბოლო მომენტში, როგორც საგანელიძე ამბობს, კონკრეტული სატელეფონო ზარის შემდეგ შეცვალა:
”კადრებია გადაღებული ამბროლაურის უბნებზე, როცა კომისიის თავმჯდომარეს ხელში უჭირავს ტომარაში ჩაყრილი ბიულეტენები და ცალკე ოქმები და ოჯახებში დადის, სოფლებში, შედიან ოჯახებში, კინაღამ სუფრაც იშლება და იქ აწერენ ხელს ამ ოქმებზე. ეს ერთი უბანიც რომ გაუქმდეს, წარმოიდგინეთ, იცვლება მთლიანად შედეგი, რადგან, დაახლოებით, 150 ხმაზეა ლაპარაკი და ასეთი შემთხვევები იყო სხვა არაერთ საარჩევნო უბანში სხვა რაიონებშიც.”
სადავო უბნებს შორისაა ასევე თერჯოლის სპეცუბანი, სადაც ხმა 2000-მა სამხედრომ მისცა და, როგორც ადგილობრივი მაჟორიტარი ”ქართული ოცნებიდან” ზაზა გოგსაძე აცხადებს, სწორედ ამ ხმებით მოიპოვა გამარჯვება ”ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. საოლქო კომისიამ მოთხოვნა უბნის შედეგების გაუქმების თაობაზე ასევე არ დააკმაყოფილა და კომისიის გადაწყვეტილება ახლა ზესტაფონის სასამართლოშია გასაჩივრებული.
ჩვენ ამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ძლიერი სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება თერჯოლის საარჩევნო კომისიაზეც ...ზურაბ ხარატიშვილი